„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 06/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021501
481
03/10/2019
ვებგვერდი, 04/10/2019
040030000.10.003.021501
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №481

2019 წლის 3 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2011, 040030000.10.003.016390) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების:

1.   51 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გამოყენების შემთხვევაში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან მისი მოადგილე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების პროექტს (შემდგომში, ამ მუხლის მიზნებისთვის − პროექტი) ელექტრონული ფორმით სამეთვალყურეო საბჭოს წე­ვ­რებს (შემდგომში, ამ მუხლის მიზნებისთვის − წევრები), გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა, შესათანხმებლად უგზავნის „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით გათვალისწინებული „ელექ­ტ­რო­ნული მთავრო­ბის“ პროგ­რამის მეშვეობით. ამ პროგრამის გამოყენების მიზნებისთვის, პროგრამაში იქმნება ცალკე ჯგუფი, რომელთან წვდომაც მომხმარებლის სახით ექნებათ შემდეგ პირებს:

ა) ფონდის აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეს;

ბ) წევრებს;

გ) მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილ პირ(ებ)ს.“.

2.   51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წევრები, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა, ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს მაშინაც, როდესაც წევრი იმყოფება მივლინებაში. წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ:

ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები;

ბ) არ ეთანხმებიან პროექტს.“.

3.   51 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, პროექტი განიხილება და მიიღება ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით, რა დროსაც წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ამ პუნქტის შესაბამისად პროექტის ატვირთვიდან 48 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“). ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ყველა წევრის (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა) დადებითი პოზიცია (არ იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც წევრი,   მართალია, ეთანხმება პროექტს, მაგრამ აქვს გარკვეული შენიშვნები).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია