დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 11/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №217
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს – „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №35 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები