დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 03/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016047 |
|
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016003) დამტკიცებულ „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის“ დანართებში №1 და №2 შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ბ.კ“ და „ბ.ლ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ბ.კ) ფორმა №17 – „ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აგროდაზღვევის შესახებ – პირდაპირი დაზღვევა“; ბ.ლ) ფორმა №18 – „ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აგროდაზღვევის შესახებ – მიღებული გადაზღვევა“. 2. ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით“ გათვალისწინებული ფორმა №16-ის შემდეგ დაემატოს ამ ბრძანების დანართით განსაზღვრული: ა) ფორმა №17 – „ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აგროდაზღვევის შესახებ – პირდაპირი დაზღვევა“; ბ) ფორმა №18 – „ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აგროდაზღვევის შესახებ – მიღებული გადაზღვევა“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები