„ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016564
25
01/10/2019
ვებგვერდი, 03/10/2019
010250050.35.143.016564
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2019 წლის 1 ოქტომბერი

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61- მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1-ლი ივნისის №21 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 08/06/2015; 010250050.35.143.016330) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:   

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ხაშურის საპატიო მოქალაქის“ წოდებას ანიჭებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი. „ხაშურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:

ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს;

ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;

დ) საქართველოს პარლამენტის წევრს – ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ(ებ)ს;

ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებასა და ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტის პროექტს წარუდგენს მერს. მერი გამოსცემს ბრძანებას საპატიო წოდების მინიჭების შესახებ“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. „ხაშურის საპატიო მოქალაქის“ მოწმობას და მედალს საზეიმო ვითარებაში გადასცემს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. „ხაშურის საპატიო მოქალაქეობის“ ჩამორთმევა შეუძლია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს მის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივით.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება 7 (შვიდი) წევრით.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსის პირობები:

ა) კონკურსი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით გამოცხადდეს ორ წელიწადში ერთხელ ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.khashuri.org.ge საკონკურსო განაცხადების შემოტანა განხორციელდეს კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 (ათი) დღის ვადაში. ( მისამართი: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ხაშური, ტაბიძის ქ. №2);

ბ) „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის პრემია“  ენიჭება:

ბ.ა) დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისათვის ნომინანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სამეცნიერო ნაშრომები – მონოგრაფია, სტატიები, დოკუმენტური მასალა და იყოს ამ საკითხისა და სფეროს აღიარებული მკვლევარი. პრემიის ოდენობა განისაზღვროს 2500 ლარით.

ბ.ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე, ნომინანტს მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ისტორიის, კულტურის და ხელოვნების განვითარების, მოზარდი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში. ხაშურის მუნიციპალიტეტის ავტორიტეტისა და ცნობადობის გაზრდაში, რეგიონისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში. პრემიის ოდენობა განისაზღვროს 2500 ლარით.”;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დროებითი სამუშაო ჯგუფი განაცხადების მიღების ვადის გასვლიდან 2 (ორი) კვირის ვადაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატურას „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ მისანიჭებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ ლაურეატს გადასცემს შესაბამის მოწმობას (დანართი №3) და ფულად პრემიას“.

ი) დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი