„არასახელმწიფო იურიდიული პირების დაფუძნებისას, რომელთა საწესდებო კაპიტალში შესაძლებელია სახელმწიფო ქონების (ძირითადი საშუალებებით) წილობრივი მონაწილეობა, სამინისტროს ნებართვის გაცემის შესახებ“

„არასახელმწიფო იურიდიული პირების დაფუძნებისას, რომელთა საწესდებო კაპიტალში შესაძლებელია სახელმწიფო ქონების (ძირითადი საშუალებებით) წილობრივი მონაწილეობა, სამინისტროს ნებართვის გაცემის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი 19/04/1994
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/10/1994
სარეგისტრაციო კოდი 110.012.000.031
40
19/04/1994
გამოუქვეყნებელი, 0, 24/10/1994
110.012.000.031
„არასახელმწიფო იურიდიული პირების დაფუძნებისას, რომელთა საწესდებო კაპიტალში შესაძლებელია სახელმწიფო ქონების (ძირითადი საშუალებებით) წილობრივი მონაწილეობა, სამინისტროს ნებართვის გაცემის შესახებ“
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება №40

1994 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი 

არასახელმწიფო იურიდიული პირების დაფუძნებისას, რომელთა საწესდებო კაპიტალში შესაძლებელია სახელმწიფო ქონების (ძირითადი საშუალებებით) წილობრივი მონაწილეობა, სამინისტროს ნებართვი გაცემის შესახებ

1. სამინისტროს სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა და ტერიტორიულმა ორგანოებმა 1994 წ. 1 აპრილიდან არ გასცენ ნებართვა არასახელმწიფო იურიდიული პირების დაფუძნებაზე, მათ საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების (ძირითადი საშუალებების) წილობრივი მონაწილეობის შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფო ქონების პრივატიზება გათვალისწინებულია პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით.

2. არასახელმწიფო იურიდიული პირების დაფუძნებისას, მათი საწესდებო ფონდის ფორმირების დროს, განისაზღვროს სახელმწიფო იურიდიულ პირთა ერთ-ერთ დამფუძნებელად მონაწილეობა, მხოლოდ საბრუნავი სასსრებით, რაც უნდა შეთანხმდეს მხოლოდ სახელმწიფო ქონების სამინისტროსთან, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა.

3. დაევალოს სამინიტროს ტერიტორიულ ორგანოებს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ სამინისტროს იურიდიულ განყოფილებაში იმ არასახელმწიფო იურიდიულ პირთა ნუსხა, რომელთა დაფუძნებაში მონაწილეობა აქვთ მიღებული სახელმწიფო იურიდიულ პირებს, საწესდებო კაპიტალში წილის (ძირითადი ან საბრუნავი სახსრების) ოდენობის ჩვენებით, 1993 წლის 1 იანვარის შემდეგ.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ე. ჯუღელს.

 მინისტრი       ა. სილაგაძე