„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 25/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.004419
45
25/06/2010
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 25/06/2010
010250020.35.108.004419
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2010 წლის 25 ივნისი

ქ. სენაკი

 „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) შეიცვალოს დადგენილების №1 დანართის პირველი სტრიქონით განსაზღვრული მთავარი საჯარო თანამდებობის – გამგებლის (მე-3 გრაფაში მითითებული) თანამდებობრივი სარგო და განისაზღვროს 2360 (ორიათას სამას სამოცი) ლარით.

2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 

სენაკის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                               ბ. ნარმანია