სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაფუძნების თაობაზე

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაფუძნების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021495
475
30/09/2019
ვებგვერდი, 01/10/2019
040030000.10.003.021495
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაფუძნების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №475

2019 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაფუძნების თაობაზე

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რეორგანიზებულ იქნეს სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მუხლი 2
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და 10​1 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოს მის სტრუქტურაში შემავალი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია და დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია.
მუხლი 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ჩაითვალოს სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფლებამონაცვლედ.

 

მუხლი 4
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) უზრუნველყოს სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 5
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლები ჩაითვალონ სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებად ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებამდე.
მუხლი 6
სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ უზრუნველყოს თანამშრომლების სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის შტატით  გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გადაყვანა.

 

მუხლი 7
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და  სსიპილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 (ორი) თვის ვადაში.

 

მუხლი 8
1. ამ დადგენილების პირველი და მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების მე-2 – მე-6 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 24 ნოემბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია