„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 280
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016384
280
27/09/2019
ვებგვერდი, 02/10/2019
010250020.35.157.016384
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №280

2019 წლის 27 სექტემებრი

ქ. თეთრიწყარო

,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №208 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 05/02/2018 წ. სარეგ. კოდი 010250020.35.157.016312)  დამტკიცებულ დანართ 1-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დასაქმების ხელშეწყობის, ასევე სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და განხორციელების ხელშეწყობას.

2. სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს.

3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

 4. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავეს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, ერთგულების, მიუკერძოებლობის, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების შესაბამისად.

5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

6. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.

7. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34.


თავი II
სამსახურის საქმიანობა

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:

ა) თვითმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;

ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შექმნილი შესაბამისი დაწესებულებების საქმიანობის ხელშეწყობა;

გ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთათვისაც სოციალური დახმარების გაწევა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

დ) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მათი დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

ე) წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;

ვ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების კოორდინაცია;

ზ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

თ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ი) თეთრიწყაროს მერიის მიერ კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;

კ) მუნიციპალიტეტის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, მოვლაპატრონობისა და პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულება;

ლ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა/ხელშეწყობა;

მ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაცია და საკონსულტაციო მომსახურება;

 ნ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაცია და საკონსულტაციო მომსახურება;

ო) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაცია და საკონსულტაციო მომსახურება;

 პ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ჟ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;

რ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ს) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზება;

ტ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა, სპორტსმენთა, ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად შესაბამისი გარემოს შექმნა და მათი ხელშეწყობა; ახალგაზრდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;

უ) სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ფ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.


მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. სამსახური შედგება სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან.

3. განყოფილება შედგება განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.

4. სამსახურის განყოფილებებია:

ა) ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება;

 ბ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. 


მუხლი 4. ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება 
ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;

გ) სოციალური დაცის მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას;

დ) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის პროექტების შემუშავებას;

ე) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობას მერიის სხვა სამსახურებთან კორდინაციაში;

ვ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას;

ზ) ადგილობრივ დონეზე ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და დასაქმების სფეროებში პრობლემების შესწავლასთან და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას;

თ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

ი) პროგრამების ფარგლებში ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

კ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსახორციელებელი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროექტების ხელშეწყობას;

ლ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზებას;

მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება უზრუნველყოფს:

 ა) ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას;

ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

გ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას;

დ) ადგილობრივ დონეზე კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავების და განხორციელების კოორდინაციას;

ე) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას;

ვ) ადგილობრივ დონეზე სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას;

 ზ) სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

თ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;

ი) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამების პროექტების მომზადებას;

 კ) ადგილობრივ დონეზე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში პრობლემების შესწავლას და წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

ლ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა, სპორტსმენთა, ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად შესაბამისი გარემოს შექმნასა და მათ ხელშეწყობას, ახალგაზრდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას;

მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 ნ) მუნიციპალიტეტის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, მოვლაპატრონობისა და პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.

ო) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვასამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


თავი III
სამსახურის მართვა

მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.


მუხლი 7. განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.

3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.


თავი IV
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 8. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმ საკითხის დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.

 4. თუ ამ დებულების ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.