დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ქონების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №207 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 279 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.157.016383 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №207 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ქონების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №207 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 05/02/2018 წ. სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016311) დამტკიცებულ დანართი 1-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
მერიის ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური |
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონების სარგებლობისა და განკარგვის, მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, აღრიცხვის, დაცვის, მის მიზნობრივ გამოყენების საკითხებზე და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახური შექმნილია მოქმედი კანონმდებლობისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე. 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. 4. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავეს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, ერთგულების, მიუკერძოებლობის, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების შესაბამისად. 5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 6. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. 7. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34. |
თავი II
სამსახურის საქმიანობა |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახურის ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნებზე გადაცემული ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია; ბ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას, გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა; გ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; დ) მუნიციპალური ქონების ბაზის შექმნისა და განახლების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ე) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ქონების ბაზის განახლების მიზნით, მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მონიტორინგის ჩატარება; ვ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხისა და გეგმის პროექტის შედგენა; თ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; ი) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მუნიციპალური ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნით; კ) კონტროლი საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობასა და რემონტზე; ლ) კონტროლი საკრებულოსა და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობასა და რემონტზე; მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით; ნ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე კონტროლი; ო) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის შესახებ წინადადებების მომზადება; პ) მუნიციპალიტეტის გასხვისებული ქონების შესახებ ანგარიშის შედგენა; ჟ) მერიის საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფა; რ) მუნიციპალიტეტის საოფისე ინვენტარით მომარაგება; ს) სამსახურის ეფექტური მუშაობის მიზნით წინადადებების მომზადება გასატარებელი ცვლილებებისა და სიახლეების დასანერგად; ტ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
2. სამსახური შედგება სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. 3. განყოფილება შედგება სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან. 4.. სამსახურის განყოფილებებია: ა) ქონების მართვის განყოფილება; ბ) მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება; |
მუხლი 4.
ქონების მართვის განყოფილება |
ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის თაობაზე, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე, წინდადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ბ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; ე) მუნიციპალური ქონების ბაზის შექმნისა და განახლების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ვ) ქონების ბაზის განახლების მიზნით წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებში შესაბამისი მონიტორინგის ჩატარებას; ზ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას, გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტას; თ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, კონტროლს ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; ი) მონაწილეობას თვითმმართველი ერთეულის ქონების ინვენტარიზაციაში; კ) მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული ქონების სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე, საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებად რეგისტრაციის ორგანიზებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემაზე წინადადებების მომზადება. მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 5.
მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება |
მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) კონტროლს საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა- ნაგებობების რემონტის ჩატარებასა და აღჭურვაზე; ბ) კონტროლს საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლაპატრონობასა და რემონტზე; გ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საოფისე მასალებით მომარაგებას; დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ე) კონტროლს საკრებულოსა და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობაზე, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებაზე; ვ) წინადადებების მომზადებას საკრებულოსა და მერიის საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფის სფეროში, საკრებულოსა და მერიის შენობის საოფისე-საორგანიზაციო ინვენტარისა და ტექნიკის, ტრანსპორტისა და სხვა მოვლა-პატრონობაზე; ზ) მონაწილეობას თვითმმართველი ერთეულის ქონების ინვენტარიზაციაში; თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
თავი III
სამსახურის მართვა |
მუხლი 6.
სამსახურის ხელმძღვანელობა |
1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. |
მუხლი 7.
განყოფილების უფროსი |
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. |
თავი IV
დასკვნითი დებულებები |
მუხლი 8.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. |
მუხლი 9.
დასკვნითი დებულებები |
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. იმ საკითხის დარეგულირებისას რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები. 4. თუ ამ დებულების ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები