„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 278
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016382
278
27/09/2019
ვებგვერდი, 02/10/2019
010250020.35.157.016382
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №278

2019 წლის 27 სექტემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №206 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 05/02/2018 წ. სარეგ. კოდი 010250020.35.157.016310) დამტკიცებულ  დანართ 1-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი №1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის

დებულება


თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
1. მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ზედამხედველობას; მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის / რეკონსტრუქციის/რემონტის/რეაბილიტაციის პროცესის ინსპექტირება-კონტროლსა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის ზედამხედველობა-ინსპექტირებას უფლებამოსილების ფარგლებში; კონტროლს შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე, დაგვა- დასუფთავებაზე, გარე განათებაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, გარე ვაჭრობაზე და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სამსახური შექმნილია მოქმედი კანონმდებლობისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე.

3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

4. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავეს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, ერთგულების, მიუკერძოებლობის, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების შესაბამისად.

5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

6. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.

7. სამსახურის მისამართი: საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34.


თავი II
სამსახურის საქმიანობა

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
 სამსახურის ფუნქციებია:

ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე;

ბ) დადგენილი წესით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართალდარღვევათა აღკვეთის ღონისძიებების გატარება;

გ) სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად სამართალდარღვევების საქმისწარმოება;

დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ე) საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ნარჩენების განთავსების კონტროლი;

თ) საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის ისეთ სახეზე, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას, ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი;

ი) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;

კ) საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსების კონტროლი და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;

ლ) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;

მ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმის შედგენა/წარმოება;

ნ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი სამართალწარმოებისა და ზომების განხორციელება, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენა (მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების), ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განსჯად სასამართლოში გადაგზავნა;

ო) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1461, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 198-ე მუხლის და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) გამოყენებით;

პ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების სამართლებრივი პროცესის მომზადება/წარმართვა;

 ჟ) დადგენილი წესით, მოსაკრებელს დაქვემდებარებული ობიექტების სრული აღრიცხვა, მოსაკრებელს დაქვემდებარებული პირების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი მოსაკრებლის გადახდის კონტროლი, ასევე ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

რ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან/და სხვა ადგილებში დაყრაზე, ნარჩენებისა და  ნაგვის დასუფთავებისა და გატანის წესების დაცვაზე კონტროლი;

ს) კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვასა და დაზიანებაზე;

ტ) უზრუნველყოს სამშენებლო, სარემონტო და საფრთხეშემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვა, დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

უ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.


მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. სამსახური შედგება სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულების– განყოფილებებისაგან.

3. განყოფილება შედგება განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.

4. სამსახურის განყოფილებებია:

ა) ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილება;

ბ) ინფრასტრუქტურის იერსახისა და სანებართვო პირობების მონიტორინგის განყოფილება.


მუხლი 4. ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილება
ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას, მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე შენობა- ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვის კონტროლს;

ბ) მშენებლობის მონაწილეებისათვის საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალების შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას;

გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში და მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი წინადადებების მომზადებას დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე, მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას;

დ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის/რეკონსტრუქციის/რემონტის/  რეაბილიტაციის პროცესის  ინსპექტირება-კონტროლსა   და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის ზედამხედველობა-ინსპექტირებას უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) მშენებარე/რეკონსტრუქციაში მყოფი ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ობიექტების ინსპექტირებას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. ინფრასტრუქტურის იერსახისა და სანებართვო პირობების მონიტორინგის განყოფილება
ინფრასტრუქტურის იერსახისა და სანებართვო პირობების მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) კონტროლს მიმდინარე მშენებლობაზე, დაგვა-დასუფთავებაზე, გარე განათებაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, სამშენებლო ან სხვა სახის ნარჩენების გადამზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე, მონიტორინგის ჩატარებას და შესაბამისი დასკვნის წარდგენას;

ბ) კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის, აშენებული, აღდგენილი რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ წინადადებების მომზადებას;

 გ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობანაგებობის ფასადების) კონტროლს;

დ) სამშენებლო-სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა - მოწესრიგება და სხვა) ქალაქის დაზიანებული ქუჩების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესებას;

ე) წინადადებების მომზადებას კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ვ) მშენებლობის მონაწილეთათვის სამშენებლო ნორმების შესახებ მიწერილობის პროექტის გაცემას;

ზ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების სამართლებრივ წარმოებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


თავი III
სამსახურის მართვა

მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე -13 მუხლის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.


მუხლი 7. განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე -14 მუხლისშესაბამისად.

3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.


თავი IV
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 8. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმ საკითხის დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.

4. თუ ამ დებულების ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.