დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №685 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 469 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400010020.10.003.021489 |
|
„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №685 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №685 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 400010020.10.003.021001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნავსადგურის ტერიტორიაზე შემავალი ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების კუთვნილი სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, ექვემდებარება შემოწმებას სააგენტოს მიერ დამტკიცებულ უშიშროების გეგმაში მითითებული პროცედურების შესაბამისად. ნავსადგურის ტერიტორიაზე შესვლაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გონივრული ვარაუდის ან სხვა სახის ისეთი ინფორმაციის არსებობისას, რომლის საფუძველზე შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნავსადგურის უშიშროებას, უნდა განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილ ადგილას და დამატებითი შემოწმება. უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, შემდეგი ზონები: ა) კარების პანელები; ბ) მზისგან დამცავები; გ) სახელთათმანე და სხვა სათავსები; დ) უკანა, წინა სავარძლები და სავარძლის ჯიბეები; ე) სივრცე სავარძლების ქვეშ; ვ) ძარას იატაკზე ფეხებისთვის არსებული შეღრმავებები; ზ) საბარგული; თ) საბურავის ზედა თაღი; ი) ძრავას ნაკვეთური. შენიშვნა: აგრეთვე სარკითა და ფარნით უნდა შემოწმდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარას (სადაც თვალი ვერ სწვდება) ქვედა ნაწილი და ძრავა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები