შპს ,,მისო კავკასუსკრედიტის“ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს ,,მისო კავკასუსკრედიტის“ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2275-19
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/2275-19
06/09/2019
ვებგვერდი, 01/10/2019
შპს ,,მისო კავკასუსკრედიტის“ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 080210319003174275

საქმე № 2/ 2275 -19

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში

       მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2019 წლის  6 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

განმცხადებელი   – შპს „მისო კავკასუსკრედიტი“;

ლიკვიდატორი – ედიშერ ჩოკორაია;

  მოთხოვნა შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 5 სექტემბერს შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ .

განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 6 ივლისის №271 განკარგულების საფუძველზე, დაწყებულია შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ (ს/კ 220410623) ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად  დაინიშნა  ედიშერ ჩოკორაია (პირადი ნომერი: 48001005718). „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლიკვიდაციის პროცესი წყდება, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ერიცხება დაუფარავი ვალდებულებები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი ვალდებულებების დასაფარად. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაშიб თუ სახეზეა გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების ნიშნები, ლიკვიდატორი ადგენს სალიკვიდაციო აქტს, რომელსაც წარუდგენს ეროვნულ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რის შემდგომაც ლიკვიდატორი მოქმედებს მხოლოდ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 6 ივლისის №271 განკარგულების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოვალეს საბანკო ანგარიშებზე სს „თიბისი ბანკი“ GE65TB5094736080100002 ერიცხება 0.07 ლარი, მას 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არ გააჩნია ნაღდი ფული.

მოვალის საბანკო ანგარიშებზე რეგისტრირებულია ინკასო/ყადაღა აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნით.

მოვალეს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონებები (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 ივლისის ცნობა და შსს მომსახურებшს სააგენტოს მიერ 2019 წლის 1 ივლისის ცნობა), ასევე მოვალის ბალანსზე არ ირიცხება ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები.

შპს „მისო კავკასუსკრედიტი“ (ს/კ 220410623) არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (2019 წლის 16 ივლისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა).

მოვალეს უზრუნველყოფილი კრედიტორი არ გააჩნია;

მოვალის არაუზრუნველყოფილი კრედიტორია: ედიშერ ჩიკორია (ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 23ა), რომლის მოთხოვნა შეადგენს – 15000 ლარს.  აღმასრულებელი ბაია მარგველანი (საქმის ნომერი A18037142-004 ეროვნული ბანკის ჯარიმა) შეადგენს – 6000 ლარს. სსიპ – შემოსავლების სამსახურის (სახელმწიფო ხაზინა) მოთხოვნა შეადგენს – 1000 ლარს.

მოვალის მიერ გაცემული სესხების ჯამური ოდენობა შეადგენს 623 411 ლარს, რომელიც ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით დაექვემდებარა დარეზერვებას (623 411 ლარად), ეროვნული ბანკის რეგულაციების შესაბამისად ჩამოიწერა სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 46 990 ლარი და ჯარიმა 0 ლარი.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოვალის მთლიანი აქტივების ღირებულება შეადგენს – 0 ლარს.

მოვალის განმარტებით, მოვალეს გააჩნია მნიშვნელოვანი ვადამოსული ფინანსური ვალდებულებები, კერძოდ ჯამში 22 000 ლარი, რომელთა შესრულების შესაძლებლობა არ გააჩნია.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს  „მისო კავკასუსკრედიტს“  უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო :

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით,  თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის  (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა . მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

ამდენად, ვინაიდან შპს „მისო კავკასუსკრედიტს“ არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

:

1. შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ (ს/ნ 220410623) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

2.  განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 ) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე                                                                                               ციცინო კიკვაძე