„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 25/09/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016285
35
25/09/2019
ვებგვერდი, 02/10/2019
010340000.32.061.016285
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №35

2019 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 08.08.2014წ., 010340000.32.061.016099) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ ე“, „თ“, „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. დებულების მე-4 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „თ“, „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-3 და მე-4 მუხლების „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;“.

6. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ)  კანონით დადგენილი წესით აჩერებს ან/და ძალადაკარგულად ცნობს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და დეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებს;“.

7. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. დებულების მე-9 მუხლის მე- 2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ზ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. დებულების მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს. 

მუხლი 2
1. ეს დადგენილება,  გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-8 და მე-12 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ  დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-8 და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 15 ოქტომბრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე