„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 23/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016510
38
30/09/2019
ვებგვერდი, 03/10/2019
010260020.35.153.016510
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2019 წლის 30 სექტემბერი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 2 თებერვლის №9 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010260020.35.153.016403; 08/02/2018)б კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების“:

ა) მე-5  მუხლის „ბ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 მუხლის „გ“  პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„გ) ინსპექტირების და მონიტორინგის განყოფილება“.

გ) მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 10. ინსპექტირების და მონიტორინგის განყოფილება“ж

დ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის პუნქტები:

„დ) აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგს და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;

ე) მონიტორინგის განხორციელების ვადების, ფორმების და მეთოდების შესახებ წინადადებების შემუშავებას და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას;

ვ) მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისш ანგარიშის წარდგენას“.

ე) დებულების მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე