შპს „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსი“–ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

შპს „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსი“–ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/11-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 25/09/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
06/11-რ
25/09/2019
ვებგვერდი, 02/10/2019
შპს „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსი“–ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
   

 

შპს „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის №09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. შპს „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405247852) რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012049.

2. შპს „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსიის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები შეტანილ იქნეს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში) და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანომდებლო მაცნეში“.

3. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი.