დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპური ფომების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 271 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.157.016379 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპური ფომების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №120 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/04/2015წ., 040110030.35.157.016224):
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. „ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №4)“ დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას – საწყისი საპრივატიზებო საფასურის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას – ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე, ანგარიშსწორების წესებს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო; ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი; გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას – კანონით განსაზღვრული პირი; დ) განკარგვა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა; ე) პრივატიზება – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში – კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით; ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მართვის უფლებით გადაცემა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით; თ) ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი; ი) პრივატიზაციის გეგმა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ; კ) უპირობო აუქციონი – აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; ლ) პირობებიანი აუქციონი – აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; მ) ვადაგაგრძელებული აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და, ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; ნ) განმეორებითი აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქონების განკარგვა და, ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; ო) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია; პ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარგანსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; ჟ) ბე – აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში; რ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრირებული წილები და აქციები; ს) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება – ელექტრონულად – საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში; ტ) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს რამდენიმე ქონება; უ) მომხმარებელი – შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი; ფ) საგარანტიო თანხა – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონზე გატანის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა. |
მუხლი 3.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი |
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. |
მუხლი 4.
აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების სახეები |
1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შესაძლებელია ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ფორმით.
2. აუქციონი შეიძლება იყოს როგორც უპირობო, ასევე პირობებიანი. |
მუხლი 5.
აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზება, მონაწილეობის პირობები და ჩატარების წესი |
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების როგორც ელექტრონული, ისე საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით, აგრეთვე ამ მუხლით დადგენილი პირობებით.
2. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით (როგორც ელექტრონული, ისე საჯარო) პრივატიზებას უზრუნველყოფს აუქციონატორი, რომელიც მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.tetritskaro.ge ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge . 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას. 4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები და განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. 5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება და შეიცავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა (მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი) და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება). 6. აუქციონში (როგორც უპირობო, ასევე პირობებიანი) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დამტკიცებულია ამ დადგენილებით (დანართი №2, დანართი №3). 7. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. პირობით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების მოწმობა გაიცემა აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ. 8. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დამტკიცებულია ამ დადგენილებით (დანართი №4). |
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა. |
აუქციონის (როგორც ელექტრონული, ისე საჯარო) ფორმით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით გათვალისწინებული წესით. |
მუხლი 7.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ამ დადგენილებით. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა |
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება: ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით; გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით. 3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას, ქირის საფასური განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 4. წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო წილების/ აქციების აუქციონის ფორმით, მართვის უფლებით გადაცემისას გადაცემის საწყისი საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით. |
დანართი 4
|
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ეძლევა ___________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ (მესაკუთრე და მისი მისამართი) მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში____________________________________________________________ __________________________________________________________________________ (ქონების დასახელება და მისამართი) მიწის ფართობი_________________________________კვ.მ__________________________________ ________________________________________________________________________________
საფუძველი_______________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ (ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი _____________________________________
გაცემის თარიღი
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები