„რესპუბლიკაში სისხლის დაავადებებით ავადმყოფ ბავშვთა სამედიცინო დახმარების სრულყოფის შესახებ“

„რესპუბლიკაში სისხლის დაავადებებით ავადმყოფ ბავშვთა სამედიცინო დახმარების სრულყოფის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 70/ო
დოკუმენტის მიმღები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 21/03/1994
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 220.012.000.022
70/ო
21/03/1994
გამოუქვეყნებელი, 0, 21/03/1996
220.012.000.022
„რესპუბლიკაში სისხლის დაავადებებით ავადმყოფ ბავშვთა სამედიცინო დახმარების სრულყოფის შესახებ“
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

ბრძანება 70/ო

1994 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

რესპუბლიკაში სისხლის დაავადებებით ავადმყოფ ბავშვთა სამედიცინო დახმარების სრულყოფის შესახებ

რესპუბლიკაში შექმნილი რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა განსაკუთრებით იჩენს თავს მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა შედეგიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის საქმეში, საკითხი კიდევ უფრო პრობლემური ხდება იმ დაავადებათა მკურნალობისას, რომლებიც სწრაფად პროგრესირებენ და არასათანადო, არადროული მკურნალობის შემთხვევაში ადრეულ ვადებში იძლევიან არასაიმედო პროგნოზს.

ჰემატოლოგიური პროფილის ავადმყოფ ბავშვთა კონტინგენტს სპეციალიზებული სამედიცინო დახმარებას უწევს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტის ბ/განყოფილება (30 საწოლზე) და ქ. თბილისის №2 ბ/საავადმყოფოს ჰემატოლოგიური, განყოფილება (30) საწოლზე), რომელიც ამავე დროს პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის ჰემატოლოგიური დაავადების ბაზაა.

ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილებაში ერთ წელზე მეტია დაინერგა ჰემატო-ონკოლოგიური მკურნალობის დროული მეთოდი და მიღებულია გარკვეული შედეგები.

დღეს არსებული სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვთა ამ კონტინგენტის სრულფასოვან მკურნალობას.

1993 წელს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტის მიერ გადაწყდა ქ. თბილისში შექმნილიყო ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური ცენტრი ბავშვთა მრავალპროფილიანი სამკურნალო დაწესებულების ბაზაზე.

ასეთად, ერთობლივად შერჩეულ იქნა ქ. თბილისის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ჰემატო-ონკოლოგიური დაავადებებით შეპყრობილ ბავშვთა თანამედროვე დონეზე სრულყოფილი გამოკვლევებისა და მკურნალობისათვის თითქმის ყველა პირობაა შექმნილი, გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვბრძანებ:

1.0. ქ თბილისის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიხსნას ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური სპეციალიზებული განყოფილება 30 საწოლზე და ჰემატო-ონკოლოგიური დისპანსერული კაბინეტი.

2.0. ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილების და დისპანსერული კაბინეტის სამედიცინო პერსონალის საშტატო განრიგი განისაზღვროს ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტის კლინიკის ბავშვთა ჰემატოლოგიური განყოფილების მედპერსონალის საშტატო განრიგის შესაბამისად. აღნიშნული განხორციელდეს ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტის კლინიკის ბავშვთა ჰემატოლოგიური განყოფილების საშტატო ერთეულის შემცირების ხარჯზე.

3.0. ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილება და ჰემატო-ონკოლოგიურო კაბინეტი ექიმთა კადრებით დაკომპლექტდეს ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტის ბავშვთა ჰემატოლოგიური განყოფილების საექიმო პერსონალიდან.

4.0. ჰემატო-ონკოლოგიური სამსახურის სრულყოფისა და განვითარების ორგანიზაციული, სამეცნიერო-პრაქტიკული და მეთოდური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილების, ჰემატო-ონკოლოგიური დისპანსერული კაბინეტისა და ქ. თბილისის ბავშვთა №2 საავადმყოფოს ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა ჰემატოლოგიური განყოფილების ბაზაზე შეიქმნას ბავშვთა რესპუბლიკურ ჰემატო-ონკოლოგიური ცენტრი.

5.0. შემოღებულ იქნეს ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბავშვთა ჰემატო- ონკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა, რისთვისაც ეკონომიკურმა სამმართველომ (თ. ჯინჯოლავა) დაუშვას დამატებით ერთი საშტატო ერთეული.

6.0. ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური ცენტრის სტრუქტურა, ამოცანები, განვითარების პერსპექტივები და სხვა ორგანიზაციულ-მეთოდური და პრაქტიკული საკითხები განისაზღვროს დებულების მიხედვით, რომელიც პედიატრიის ს/კ ინსტიტუტისა (ბ-ნ თ. ჭურაძე) და ბ/რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი იქნას ერთი თვის ვადაში

7.0. ბ/რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილება დამტკიცდეს ჰემატოლოგიის სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტის კლინიკურ ბაზად.

8.0. დაავალოს ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. ი. ზედგენიძეს ორი კვირის ვადაში განხილოს და გადაწყვიტოს ინსტიტუტის ბავშვთა ჰემატოლოგიური განყოფილების პერეპროფილიზაციისა და გამოთავისუფლებული სამეცნიერო და საექიმო კადრების დასაქმების საკითხი.

9.0. ეკონომიკურმა სამმართველომ (თ. ჯინჯოლავა) შეიტანოს სათანადო ცვლილებები ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს და ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტის კლინიკის საშტატო განრიგში და ბიუჯეტში.

10.0. ქ. თბილისის ბავშვთა №2 საავადმყოფოს ჰემატოლოგიური განყოფილებადამტკიცდეს პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის ჰემატოლოგიური განყოფილების კლინიკურ ბაზად (ხელმძღვანელი მედ. მეც. დოქტორი, პროფ. ა. კვეზერელი).

11.0. დაევალოს ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმს ბ-ნ ბაქრაძეს:

11.1. უზრუნველყოს ჩვილ ბავშვთა ფსიქო-ნევროლოგიური განყოფილებისათვის,

რომლის ბაზაზეც განთავსდა ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილება, სათანადო ფართის გამოყოფა და მისი დროული გადაყვანა;

11.2. გაატაროს სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებანი, რათა უზრუნველყოს ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური რესპუბლიკური ცენტრის ნორმალური ფუნქციონირება;

12.0. დაევალოს დედათა და ბავშვთა დაცვის სამმართველოს უფროსს ბ-ნ დ. ჯოჯუას:

12.1. უზრუნველყოს რესპუბლიკის დაწესებულებებამდე ინფორმაციის დაყვანა ქ. თბილისში ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური რესპუბლიკური ცენტრის შექმნის შესახებ;

12.2. დააწესოს სისტემური კონტროლი რესპუბლიკური ჰემატო-ონკოლოგიური ცენტრის მუშაობაზე დებულების გათვალისწინებით;

13.0. დაევალოს აფხაზეთისა და აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებს, ქალაქების ჯანდაცვის სამმართველოების უფროსებს და განყოფილების გამგეებს, რაიონის მთავარ ექიმებს:

13.1. უზრუნველყონ ჰემატო-ონკოლოგიური პროფილის დაავადებით გამოვლენილი საეჭვო ავადმყოფი ბავშვების დროული და შეუფერხებელი გაგზავნა ცენტრში;

13.2. ბრძანება რესპუბლიკური ჰემატო-ონკოლოგიური ცენტრის შექმნის შესახებ დაიყვანონ თითოეულ ბავშვთა სამკურნალო - პროფილაქტიკურ დაწესებულებებამდე და თითოეულ უბნის პედიატრამდე;

13.3. რაიონებში ჰემატო-ონკოლოგიური დაავადებებით ავადმყოფ ბავშვთა შესახებ ინფორმაცია წარადგინონ ჰემატო-ონკოლოგიურ ცენტრში;

14.0. დაევალოს მუდმივ მომარაგების (ო. ლომიძე) და მედ ტექნიკის (გ. ნაცვლიშვილი სამმართველოებს: დააკომპლექტონ ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ჰემატო-ონკოლოგიური ცენტრი სათანადო დანადგარებით და სამედიცინო ინსტრუმენტებით, მოთხოვნილების მიხედვით.

15.0. დაევალოს სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის მთ. ექიმს ბ-ნ ვ. ჩხაიძეს რესპუბლიკურ ბავშვთა საავადმყოფოში სისხლის გადასხმის კაბინეტის მოწყობა და მეთოდური დახმარება.

16.0. ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიურ რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნოს ლ. ბახტაძე და თანამდებობრივი განაკვეთი განისაზღვროს მთავარი ექიმის მოადგილის დონეზე, მასვე დაევალოს:

16.1. უზრუნველყოს ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური რესპუბლიკურ ცენტრში ავადმყოფ ბავშვთა შეუფერხებელი მიღება, მათთვის შესაძლოა ყოველმხრივი მოკვლევების ჩატარება, დაავადების ადრეულ ასაკში გამოვლინებულს, დროული მკურნალობის დაწყება შედეგიანი გამოსავლის მიზნით და მასზე სისტემური დისპანსერული მეთვალყურეობის დაწესება.

17.0. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დედათა და ბავშვთა დაცვის სამმართველოს უფროსს ბ-ნ დ. ჯოჯუას.

18.0. დაევალოს ჰემატოლოგიის და სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს (ი. ზედგენიძე), პედიატრიის ინსტიტუტს (თ. ჭურაძე, ა. კვეზერელი - კოპაძე) ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიურმა ცენტრმა უზრუნველყოს ბავშვთა ჰემატოლოგიის ერთიანი პროგრამის შედგენა და ამ მიზნით შექმნან კომისია არა უგვიანეს ა/წ. 01.07.

 

მინისტრი                                                                           ა. ჯორბენაძე

 

შეთანხმებულია:

კ. ბარქაია

დ. ჯოჯუა

ი. ზედგენიძე

ი. ჭურაძე

ო. ლომიძე

გ. ნაცვლიშვილი

ვ. ჩხაიძე

თ. ბაქრაძე