დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „თანადგომას“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 ივლისის N431 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1421 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
„რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „თანადგომის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 ივლისის №431 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნტის, ამავე ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „თანადგომის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 ივლისის №431 განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რკ საკრედიტო კავშირის „თანადგომის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნუგზარ მურუსიძე (პირადი ნომერი: 60002004766).“. 2. „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „თანადგომის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 ივლისის №431 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი. 3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. 4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
პაპუნა ლეჟავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები