„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 208
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 06/11/2019
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016166
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
208
06/11/2019
ვებგვერდი, 13/11/2019
310010010.54.066.016166
„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/11/2019 - 06/02/2020)

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №208

2019 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდო­მარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებულ საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოში“ (სსმ III, 2003 წ., №147, მუხ. 1204) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. შვეულმფრენით საავიაციო სამუშაოების შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იყოს საკიდელით ტვირთის გადატანა (HESLO) ან/და ადამიანების გადაყვანა (HHO), რომელიც შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს მიერ საკიდელით ტვირთის  გადატანის ან/და ადამიანების გადაყვანის უფლების მინიჭების საფუძველზე.    

შენიშვნა: საკიდელით ტვირთის  გადატანის ან/და ადამიანების გადაყვანის უფლების მინიჭების სახელმძღვანელო მასალა და „საკიდელით ტვირთის გადატანის (HESLO) ან/და ადამიანების გადაყვანის (HHO) უფლების მინიჭების განცხადება/ფორმა“ მოცემულია შესაბამისად, ამ „სახელმძღვანელოს“ მე-8 და მე-9 დანართებში“. 

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სარეკლამო ფურცლების ჩამოყრა“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. პლანერის/ბანერის ბუქსირება

შენიშვნა: საჰაერო ხომალდით პლანერის/ბანერის ბუქსირების უფლების მინიჭების სახელმძღვანელო მასალა და „პლანერის/ბანერის ბუქსირების უფლების მინიჭების განცხადება/ფორმა“ მოცემულია, შესაბამისად, ამ „სახელმძღვანელოს“ მე-10 და მე-11 დანართებში“.  

4. „სახელმძღვანელოს“ დაემატოს მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე