დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.139.016349 |
91
27/09/2019
ვებგვერდი, 01/10/2019
010260000.35.139.016349
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010260000.35.139.016335, 02/05/2019 წელი) |
1. დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება, გადაწყვეტილების მიღება დემონტაჟის შესახებ, საჯარიმო სანქციების გამოყენება ან/და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის წარმოების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (აქტის პროექტის) შემუშავება/გამოცემა. წარმოების დასრულების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის გამოცემა.“. |
2. დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი.
„ლ) სააღსრულებო ფურცელზე ხელმოწერა“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები