„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 25/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 00000000.00(0).000.000000
  • Word
216
24/11/2009
სსმ, 145, 25/11/2009
00000000.00(0).000.000000
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №216

2009 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.გ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოადგილეებს (ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფების, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების მოადგილეების გარდა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურული ერთეულების უფროსებს;“;

ბ) „ვ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საგამოძიებო სამსახური.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით;“;

ბ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევების ან სხვა სამართალდარღვევების გამოვლენას, შესწავლას, აღკვეთას და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებების გამოყენების უფლება აქვთ საბაჟო და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ მოსამსახურეებს;“;

ბ.დ) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;

ო) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებასთან დაკავშირებით იძახებს ფიზიკურ პირს, სთხოვს ახსნა-განმარტებას და საქმესთან (მასალებთან) დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტებს;“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 12 1 . საგამოძიებო სამსახური

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (შემდგომში – საგამოძიებო სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო.

2. სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენას, სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად სათანადო ექსპერტიზის ორგანიზებასა და ჩატარებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციას და გამოვლენას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში ამ ორგანოთა თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფას დადგენილი წესით;

დ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას;

ე) ინფორმაციის მოპოვებასა და მის ანალიზს შემდგომი გამოყენების მიზნით;

ვ) კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური