„სენაკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016439
12
27/09/2019
ვებგვერდი, 01/10/2019
010250050.35.108.016439
„სენაკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2019 წლის 27 სექტემბერი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებმოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივლისის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 26/07/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.108.016436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  დადგენილების  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული მუხლი პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის, მე-5 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის №90 დადგენილებით დამტკიცებული დანართით გათვალისწინებული CPV კოდების  ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.’“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი