„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016470
38/2019
27/09/2019
ვებგვერდი, 30/09/2019
010240020.15.008.016470
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №38/2019

2019 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 17/07/2013, 010240020.15.008.016094) დამტკიცებული წესის დანართი 1-ის (საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი):

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ცესკოს სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებაზე – ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში საარჩევნო  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:

ა) საარჩევნო უბნების საზღვრების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – მიღებისთანავე;

ბ) არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;

გ) არჩევნების შედეგების შესახებ, თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით – არჩევნების საბოლოო შედეგის შეჯამებისთანავე;

დ) ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ – პერიოდულად;

ე) ამომრჩეველთა ერთიან სიას – პერიოდულად;

ვ) ამომრჩეველთა რაოდენობას ოლქების მიხედვით – პერიოდულად;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჩივრების რეესტრს (საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად) – საარჩევნო პერიოდში;“;

გ) მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ – რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა;“;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

ა) საარჩევნო უბნების ნომრების, მისამართების, ტელეფონის ნომრების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – მიღებისთანავე;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე;

გ) იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალის შესახებ, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე იმ შენობა-ნაგენობათა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია/აკრძალულია საარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარება – ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადმოცემიდან 2 დღის ვადაში;

დ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას, მათი რეგისტრაციიდან/რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-20 დღისა;

ე) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ – ინფორმაციის მიღებისთანავე;

ვ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსულ ყველა სახის განცხადებას/საჩივარს და შესაბამის გადაწყვეტილებებს – არსებული წესის შესაბამისად;

ზ) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორობის კანდიდატთა სიას – განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 დღის განმავლობაში;

თ) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორებად დანიშნულ პირთა სიას – ოლქის თავმჯდომარის განკარგულების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში;

ი) სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნებისა და მისამართების შესახებ – მიღებისთანავე;

კ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების ჩამონათვალს ოლქების მიხედვით – მიღებისთანავე;

ლ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას – პერიოდულად, ცვლილებების შესაბამისად;

მ) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი