„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 200230110.10.003.021487
467
26/09/2019
ვებგვერდი, 30/09/2019
200230110.10.003.021487
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №467

2019 წლის 26 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2011, 200230110.10.003.016633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხი­ლ­ველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-18 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საქმის შესწავლისას აპარატი გამოავლენს, რომ დავის განმხილველი ორგანოსათვის საჩივრის გადასაწყვეტად საჭიროა ისეთი ინფორმაციის ან მტკიცებულებების გაცნობა, რომელიც საქმეში არ მოიპოვება, ის უფლებამოსილია, მომჩივნისა და მოპასუხე ორგანოსაგან წერილობით გამოითხოვოს იგი, რა დროსაც ჩერდება საჩივრის განხილვა.“.

2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აპარატი უფლებამოსილია, სამსახურებრივი საჭიროებისთვის:

ა) ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) განმარტების/დასკვნის მისაღებად მიმართოს ექსპერტს, სპეციალისტს, სამეცნიერო დაწესებულებას ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია