შპს ,,გაუდი 13-ის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს ,,გაუდი 13-ის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/20062-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/09/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/20062-19
05/09/2019
ვებგვერდი, 30/09/2019
შპს ,,გაუდი 13-ის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე N 2/ 20062 -19

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2019 წლის  5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე


განმცხადებელი შპს „გაუდი 13“, ს/ნ 405221978

წარმომადგენელი: თეონა გაფრინდაშვილი

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ განიხილა შპს „გაუდი 13“-ის წარმომადგენლის განცხადება გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ და

გამოარკვია:

2019 წლის 9 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „გაუდი 13“-ის წარმომადგენელმა და შპს „გაუდი 13“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „გაუდი 13“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას. საწარმოს ერთადერთი კრედიტორია შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართაც საწარმოს დავალიანება 48 350.64 ლარს შეადგენს. საწარმოს არ შესწევს უნარი, დაფაროს ფინანსური ვალდებულება და არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. აღნიშნულის გამო, საზოგადოების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,გაუდი 13“-ს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და შემოსავლების სამსახურიდან საბანკო ანგარიშების თაობაზე ცნობის წარმოდგენა დაევალა.

2019 წლის 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „გაუდი 13“-ის წარმომადგენელმა და შემოსავლების სამსახურიდან საბანკო ანგარიშების თაობაზე ცნობა წარმოადგინა (ს.ფ. 28-29).

სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გაკოტრების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალით დასტურდება, რომ შპს ,,გაუდი 13“-ს არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია თანხა ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში, ვერ იქნება მიღწეული ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული პირველი მუხლის ვერცერთი მიზანი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალით დასტურდება, რომ შპს ,,გაუდი 13“-ს საბანკო ანგარიშებზე თანხა არა აქვს, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება), ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი და ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების წინაპირობები არ არსებობს.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს ,,გაუდი 13“-ს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის შპს „გაუდი 13“-ის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორი არ შეიტანს განცხადებას სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი), განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში.

მოსამართლე:  ვერა დობორჯგინიძე