„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016574
138
26/09/2019
ვებგვერდი, 27/09/2019
010250020.35.160.016574
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №138

2019 წლის 26 სექტემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ქალაქ  რუსთავის  მუნიციპალიტეტის  მერიის  აპარატის  დებულების  დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 08/02/2018წ; 010250020.35.160.016452) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 

ა) დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  მერიის აპარატის უფლება-მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად აპარატში იქმნება შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:  

ა)   იურიდიული განყოფილება;

ბ)   საორგანიზაციო განყოფილება;

გ)   ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

დ) სერვისების განვითარებისა და საქმისწარმოების  განყოფილება;

ე)  შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება;

ვ)   საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილება.“;

ბ) ამოღებულ იქნეს დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი;

გ) დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა)   მუნიციპალიტეტის  უფლებამოსილებების განხორციელებას შესაბამის ადმინისტრაციულ  ერთეულში;

ბ) მერისთვის წინადადებების წარდგენის მომზადებას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ)   სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების გაცნობასა და მოსახლეობის კომუნიკაციას საკრებულოსთან, მერიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას, ორგანიზებას, კონტროლსა და მერისთვის ინფორმაციის წარდგენას;

ე)  ადმინისტრაციული  ერთეულის  მოსახლეობის  გამოკითხვისა  და  სახალხო  განხილვების ჩატარებას;

ვ)   წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების თაობაზე; ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობისა და საჯარო განხილვების ორგანიზებაში მონაწილეობას;  ბიუჯეტის   პროექტთან   დაკავშირებით   მოსახლეობის   შენიშვნებისა    და  წინადადებების სისტემატიზაციის განხორციელებასა და მერისთვის მათ მიწოდებას;

ზ)  წინადადებების მომზადებას ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების    და    მიზნობრივი   პროგრამების    შესახებ   და   მათი   განხორციელების კოორდინაციას;

თ)  ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვის კოორდინაციას, სარგებლობისა  და განკარგვის საკითხებზე წინადადებების შემუშავებასა და კონტროლს;

ი) მონაწილეობის მიღებას ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

კ)   მერის ან შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდებას იმ  პირთა    შესახებ,    რომელთა    დახმარება     ხდება    სახელმწიფო    ან   თვითმმართველი  ერთეულის ბიუჯეტიდან;

ლ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირების დაბადებისა და  გარდაცვალების  და  ამ  სამოქალაქო  აქტების   რეგისტრაციის   მდგომარეობის   შესახებ ინფორმირებას;

მ)   მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული  აღზრდის  და  სამოქალაქო  თავდაცვის  ორგანიზების საკითხებში მონაწილეობის მიღებას;

ნ)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების და წესების დაცვას, დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ო)  დაწესებულების    კომპიუტერული      ქსელების        გამართულ      მუშაობასა       და ადმინისტრირებას;

პ)   აპარატის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) სამსახურის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღებას, აპარატის თანამშრომლებისთვის მატერიალური-ტექნიკური საშუალებების განაწილებას და მათ ეფექტურ გამოყენებაზე ზედამხედველობას;

რ) დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან  დაკავშირებული  საკითხების  მონიტორინგსა  და დაწესებულების სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფას;

ს)   დაწესებულების კომუნალური მეურნეობის გამართულ ფუნქციონირებას; 

ტ)  IT ადმინისტრატორის ფუნქციების შესრულებას;

უ)  ერთიანი  საინფორმაციო-კომპიუტერულ  მონაცემთა  ბაზის შექმნას, დაწესებულების ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურებას;

ფ)  სამეურნეო-ტექნიკური პერსონალის მუშაობის ორგანიზებას;

ქ) კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას; ადმინისტრაციულ ერთეულებში დანერგილი ელექტრონული პროგრამების გამართულ მუშაობას;

ღ)  ელექტრონული   ტექნოლოგიების  განვითარების  მიზნით,   წინადადებების მომზადებას;

ყ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის მერიის აპარატის ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, ელექტრონული საშვების დამზადებასა და თანამშრომლებისათვის გადაცემას;

შ)  საერთო ერთჯერადი მოხმარების ელექტრონული საშვების აღრიცხვასა და გადაცემას საშვების გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის;

ჩ)   ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გამართულ მუშაობას;

ც)   მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი