სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-313/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 23/09/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2019
სარეგისტრაციო კოდი
02-313/ო
23/09/2019
ვებგვერდი, 26/09/2019
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-313/ო

2019 წლის 23  სექტემბერი

ქ. თბილისი

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი „ა“ შესაბამისად,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ა(ა)იპ ,,სოციალურ პარტნიორობაზე“ ს/კ404940711 (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ი. მეუნარგიას ქ.№42) გაცემული ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია" სალიცენზიო მოწმობა №000001, ბრძანება №02-685/ო, 21. 05. 2013წ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: ა(ა)იპ ,,ჩერნოვეცკის ფონდის“ ს/კ 404940711 დირექტორის ოლენა პოლიშუკის

განცხადება №129397, 19. 09.2019წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                     თენგიზ გაბიჩვაძე