„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016280
30
23/09/2019
ვებგვერდი, 26/09/2019
040030000.32.061.016280
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №30

2019 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის  მე-18  მუხლის  მე-3  პუნქტის  შესაბამისად,  „საჯარო  სამართლის  იურიდიული პირის „აფხაზეთის   გეოლოგიის   და   მინერალური   რესურსების   სააგენტოს“   დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/11/2017წ. 040030000.32.061.016223) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  პირველი  მუხლის  პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტო“ (შემდგომში „სააგენტო“) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის   ფინანსთა   და   დარგობრივი   ეკონომიკის   სამინისტროს   (შემდგომში  „სამინისტრო“)   მმართველობის  სფეროში  შემავალი  საჯარო  სამართლის  იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.“.

3. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროგრამებში მონაწილეობა და შესაბამისი შეკვეთების შესრულება;“.

4. მე-2 მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილების გარემოსდაცვითი მონიტორინგის ხელშეწყობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით არსებული პრობლემების გადაჭრა“.

6. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, კონფერენციების და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა, აფხაზეთის გარემოსდაცვითი და გეოეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის გაცნობა, მისი ანალიზი გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვით;“.

7. მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გამოყენებით გარემოსდაცვითი, გეოტექნოლოგიური და გეოინფორმაციული სისტემების ათვისება, თემატიკური პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა დარგის განვითარების მიზნით; “.

8. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით.“.

9. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას;“.

10. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3,მე-4, მე-5 პუნქტები:

„3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი.

4. სააგენტოს  დირექტორის  მოდგილის  ფუნქციები  განისაზღვრება  სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.

5. სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე.“.

12. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) გარემოს დაცვის სამსახური.“.

13. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. გარემოს დაცვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  ოკუპირებულ  ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეაგირება არსებული მექანიზმების გამოყენებით;

ბ)   აფხაზეთიდან   იძულებით   გადაადგილებულ   პირთა   ეკოცნობიერების   ამაღლების მიზნით სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი კომპანიების ორგანიზება, თემატიკური პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა;

გ) აფხაზეთიდან    იძულებით    გადაადგილებულ    პირთა    განსახლების    ადგილების გარემოსდაცვითი      მონიტორინგის     ხელშეწყობა,     ცენტრალური     და     ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით არსებული პრობლემების გადაჭრა;

დ) სახელმწიფო და საერთაშორისო გარემოსდაცვით პროექტებსა და საგრანტო პროგრამებში ჩართულობა/თანამშრომლობა;

ე) ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ეკოლოგიური პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

ვ) გარემოსდაცვით სფეროს სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა: კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მართვის გეგმები, ბიომრავალფეროვნება და სხვა;

ზ) ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება დარგის განვითარების მიზნით;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

14. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, მიზანშეწონილობას და ეფექტურობას. უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

15. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო ვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი                            ეკონომიკის     მინისტრს     მოთხოვნისთანავე     წარუდგინოს     შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.“.

16. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე)   სხვა   გადაწყვეტილებები   საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის   ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“.

17. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია  სამინისტროს თანხმობა.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე