საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 466
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021486
466
25/09/2019
ვებგვერდი, 25/09/2019
040030000.10.003.021486
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №466

2019 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №57 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდების“ 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:      

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანი და დროული განხორციელების, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანად განხორციელებისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 45 დღის ვადაში განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის რეორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება, თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას ან/და გადაადგილებას.

2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ტექნოლოგიურ ინსტიტუტს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია