დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 465 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.021485 |
|
2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 470000000.10.003.021008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. დანართ №17-ის (სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება): ა) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.კ“ ქვეპუნქტი: „ბ.კ) ამ დადგენილების დანართ №18-ის (სოფლის ექიმი) მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების/საქონლის შესყიდვა.“; ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტითა და „ბ.კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“; გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 45,099.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
დ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) განმახორციელებლის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისთვის გადაცემული უნიფორმა გადაცემის საფუძველზე აღიარებულ იქნეს ხარჯად.“. 2. დანართი №18 (სოფლის ექიმი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №18 სოფლის ექიმი (პროგრამული კოდი 27 03 03 08) მუხლი 1. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები 1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან სოფლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. 2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეა სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობა. 3. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. მუხლი 3. მომსახურების მოცულობა პროგრამის ფარგლებში იფარება: ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად, დანართ 18.1-ის შესაბამისად. მათ შორის: ა.ა) „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობისა და „ექიმის ჩანთის“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის №01-264/ო ბრძანებით დამტკიცებული დანართ №1-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისათვის ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების, ექიმის ჩანთის, სამედიცინო დოკუმენტაციის ბეჭდვის მომსახურების, სამედიცინო ნარჩენების მართვის მომსახურების და/ან კონტეინერებისა და სოფლის ექიმის/ექთნის უნიფორმის შესყიდვა: ა.ა.ა) ამავე ბრძანების დანართ №2-ით („ექიმის ჩანთა“) განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები (გარდა დანართ 18.3-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისა); ა.ა.ბ) ექიმის ჩანთა; ა.ა.გ) „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (დანართი №2) ბეჭდვის მომსახურება (გარდა დანართ 18.3-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისა); ა.ა.დ) „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა №IV-200ა (ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი), ფორმა №IV-200-11ა (ლაბორატორიული გამოკვლევების ჟურნალი), ფორმა №IV-200-12/ა (ამბულატორიული პაციენტის რეგისტრაციის ჟურნალი), ფორმა №IV-200-13ა (ამბულატორიული პაციენტის ვიზიტებისა და ბინაზე/ადგილზე გამოძახების რეგისტრაციის ჟურნალი)) ბეჭდვის მომსახურება (გარდა დანართ 18.3-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისა); ა.ა.ე) „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 – რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანების შესაბამისად, რეცეპტის ბეჭდვის მიზნით, ქაღალდი და კარტრიჯი (გარდა დანართ 18.3-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისა); ა.ა.ვ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო ნარჩენების მართვა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 ივნისის №294 დადგენილების მოთხოვნებით გათვალისწინებული მომსახურების და/ან კონტეინერების შესყიდვა; ა.ა.ზ) სოფლის ექიმის/ექთნის უნიფორმის შესყიდვა; ა.ბ) „სოფლის ექიმის“ კოორდინატორის (სულ − 10 ერთეული) შრომის ანაზღაურება (ხელფასი). „სოფლის ექიმის“ კოორდინატორის ფუნქცია/მოვალეობები განისაზღვრება გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ა.გ) ადმინისტრირება და მონიტორინგი; ბ) შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება – შიდა ქართლის სოფლებში სოფლის ექიმების/ექთნების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; გ) სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება; დ) სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა – დანართ 18.5-ით განსაზღვრული სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებებისათვის სპეცდაფინანსების დამატება ან სამედიცინო მომსახურების გამწევი სხვა დაწესებულებებისათვის/ფიზიკური პირებისათვის სპეცდაფინანსების განსაზღვრა. მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. სოფლის ერთი ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 650 ლარის ოდენობით. 2. ერთი ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 455 ლარის ოდენობით. 3. ერთი „სოფლის ექიმის“ კოორდინატორის შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრება თვეში 1000 ლარით. 4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართ 18.4-ის შესაბამისად. 5. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართ 18.5-ის შესაბამისად. 6. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, დანართ 18.5-ით განსაზღვრული სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებებისათვის სპეცდაფინანსების დამატების ან სამედიცინო მომსახურების გამწევი სხვა დაწესებულებებისათვის/ფიზიკური პირებისათვის სპეცდაფინანსების განსაზღვრის საჭიროება, ოდენობა და პირობები განისაზღვროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა, გარდა მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა, ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დადგენილების დანართ №17-ის (სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება) მე-3 მუხლის „ბ.კ“ ქვეპუნქტის ფარგლებში. 3. პროგრამის მე-3 მუხლის: ა) „ა.ა.ა“ და „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების სრული კომპლექტი და ექიმის ჩანთა შესყიდულ და გადაცემულ იქნეს ერთჯერადად, ამასთან, განმახორციელებლის მიერ მე-3 მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების კომპლექტის შევსება განხორციელდება მოთხოვნების შესაბამისად; ბ) „ა.ა.ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში დაბეჭდილი რეცეპტის ბლანკები გადაეცემა მომსახურების მიმწოდებელს, მოთხოვნის შესაბამისად; გ) „ა.ა.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოფლის ექიმის/ექთნის უნიფორმა შეისყიდება ეტაპობრივად, გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაწყვეტილების შესაბამისად. მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი 1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება დანართ 18.2-ისა და დანართ 18.3-ის შესაბამისად: ა) განმახორციელებლის მიერ დაკონტრაქტებული ფიზიკური პირები – სოფლის ექიმი, სოფლის ექთანი/ფერშალი; ბ) ს/ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება“, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“, რომელთა მიერ ხორციელდება ფიზიკურ პირ სოფლის ექიმის, ექთნის/ფერშლის დაკონტრაქტება; გ) შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“. 2. პროგრამის განმახორციელებელი და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რაოდენობის საექიმო და საექთნო პუნქტების დაკომპლექტება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრით. 3. განმახორციელებლის ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმი, ექთანი/ფერშალი რეგისტრირებული უნდა იყოს გადამხდელად საგადასახადო ორგანოში. 4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოფლის ექიმი, სოფლის ექთანი/ფერშალი: ა) უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) ვალდებულია, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, დაუყოვნებლივ და წერილობით აცნობოს განმახორციელებელს ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიმწოდებელს მომსახურების გაწევის შემაფერხებელი საპატიო გარემოებები, მათ შორის, დროებითი შრომისუუნარობის ფაქტი და ამ გარემოებების შესაძლო ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც განმახორციელებელი ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებელი უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას, ან ახალი მიმწოდებლის შერჩევას; გ) თავისუფლდება ვალდებულების შესრულებისგან განმახორციელებელთან ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიმწოდებელთან წინასწარი შეტყობინებისა და შეთანხმების საფუძველზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მხარეებს შორის არსებული/გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ხანგრძლივობის პროპორციულად, ყოველ თვეზე არა უმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღისა, რომლის გამოყენება შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ ან უწყვეტად, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს ამ პუნქტით განსაზღვრული დღეების ჯამური ოდენობის ½-ისა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენების შემთხვევაში, განმახორციელებელი ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებელი უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობების შეჩერების მიუხედავად, სოფლის ექიმზე, სოფლის ექთანზე/ფერშალზე გაიცემა ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება. 6. პროგრამის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელია გადაუდებელი დახმარების ცენტრი. 7. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები განისაზღვრება დანართ 18.4-ის შესაბამისად. 8. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება დანართ 18.5-ის შესაბამისად. მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელია გადაუდებელი დახმარების ცენტრი. 2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 25,625.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 9. დამატებითი პირობები 1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს ცალკეული დაკონტრაქტებული საექიმო პუნქტის ფარგლებში მიმაგრებული კონტინგენტის აღრიცხვა (მათ შორის, ასაცრელი კონტინგენტის) და რუტინული ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად, მიაწოდოს რეგიონულ/რაიონულ სჯდ ცენტრებს. ამასთან, წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაციის მიზნით, პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს მიმაგრებული კონტინგენტის იმუნიზაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და წითელაზე აცრის სტატუსის აღრიცხვა. მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. 2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, დადგენილი ფორმის შესაბამისად. 3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად მხოლოდ შემთხვევათა რეესტრისა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, დადგენილი ფორმის შესაბამისად. 4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლებისთვის ექიმის ჩანთის, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების, სამედიცინო დოკუმენტაციის, რეცეპტის ბლანკებისა და სოფლის ექიმის/ექთნის უნიფორმის გადაცემა განხორციელდეს ამავე პროგრამით დადგენილი წესით და გადაცემის საფუძველზე მითითებული საქონელი აღიარებულ იქნეს ხარჯად განმახორციელებლის მიერ. დანართი 18.1 – პირველადი ჯანდაცვა სოფლად 1. ექიმთან/ექთანთან ვიზიტი. 2. იმუნიზაცია იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა. 3. ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად. 4. ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად. 5. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე 3 წლამდე ბავშვებში ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად. 6. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში არანაკლებ 4-ჯერ მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარს მოკლებულ) პირებთან. 7. ინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი საჭიროების შესაბამისად. 8. ქრონიკული (მათ შორის, ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ინკურაბელური პაციენტები) და მწვავე დაავადებების: ა) დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე; ბ) მართვა და გადამისამართება საჭიროების შესაბამისად. 9. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა ექთნის მიერ. 10. სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს. 11. ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები) წარმოება, ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის) (გარდა „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა – ფორმა №IV-100ა (შემდგომში – ფორმა № IV-100ა) სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობებისა). 12. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფა მინისტრის შესაბამისი აქტით დამტკიცებული „ექიმის ჩანთიდან“. დანართი 18.2 – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი
დანართი 18.3 – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლისათვის
დანართი 18.4 – შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება
დანართი 18.5 – სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანართ №18-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიეცეს უფლება, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე განახორციელოს გადმობარებისთვის (მ.შ., ხელშეკრულების გაფორმებისთვის) საჭირო ღონისძიებები და გადმობარების პროცესში იხელმძღვანელოს 2019 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით სააგენტოს მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმის/ექთნების ნუსხით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანართ №18-ის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, დანართ 18.4-ის, დანართ 18.5-ისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანართ №18-ის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი, აგრეთვე დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანართები: 18.4 და 18.5 ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები