დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.32.061.016278 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 07/08/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320040.32.061.016098) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი და ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. სამინისტროს შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.“. 2. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახური;“. 4. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს ადმინისტრაციის ფუნქციებია: ა) სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში თათბირების ორგანიზება და ოქმების შედგენა; გ) სამინისტროს საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მინისტრის საჯარო გამოსვლების მომზადება და სათარჯიმნო მომსახურება; დ) სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე, უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია; ე) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების მომზადება, პროტოკოლის უზრუნველყოფა; ვ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი; ზ) მინისტრის მივლინებების ორგანიზება; თ) მინისტრის მისაღებისა და სამინისტროს საშვთა ბიუროს ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია; კ) საზოგადოებრივი საბჭოების, კომისიების და სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა; მ) სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება; ნ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის; ო) სამინისტროს კორესპონდენციების, მათ შორის, კონტროლზე აყვანილი დავალებების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი; პ) სამინისტროს შენობა-ნაგებობის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება; ჟ) სამინისტროს კომპიუტერული სისტემების, ლოკალური კომპიუტერული, საკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება და მონიტორინგი, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის დიაგნოსტიკა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; რ) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება, განაწილება და კონტროლი; ს) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის თანახმად; ტ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი; 1.1 საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მინისტრის საჯარო გამოსვლების მომზადება; ბ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; გ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსება; დ) ფოტო- და ვიდეოარქივის წარმოება; ე) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“. 5. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის კომპეტენციაა: ა) პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ. მოღვაწეობა) ხელშეწყობა და მიღწევების პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; სხვადასხვა თაობის ხელოვანებისათვის საკუთარი შემოქმედებისა და კულტურული ინიციატივების წარმოჩენის შესაძლებლობის მიცემის ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ბ) ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა; გ) სახელმწიფო ცერემონიების და რიტუალების, კულტურული ღონისძიებების, გამოჩენილ შემოქმედთა საიუბილეო საღამოებისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება-მოწყობა; კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება; ახალგაზრდა შემოქმედთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; დ) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების, კონკურსების, ფესტივალების, კონცერტების, გამოფენების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებისათვის ხელშეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების საქმიანობის ზედამხედველობა; ე) სახელოვნებო სკოლებში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა შემოქმედთა და განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ვ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“. 6. დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:“. 7. დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „ჟ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 29 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები