დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.136.016323 |
|
„საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1. „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის №20 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საპატიო ხულოელის“ წოდებას ანიჭებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების და/ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე. „2. საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ბრძანების ფორმით იღებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი: „71. „საპატიო ხულოელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს წლის განმავლობაში არაუმეტეს 2(ორი) პიროვნებას.“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ე) მუნიციპალიტეტის მერს;“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საპატიო მოწმობაზე ხულოს მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი და იგი დასტურდება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით. 3. საპატიო ხულოელის მონაცემები შეტანილ იქნება საპატიო ხულოელის წიგნში, რომელიც ინახება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „საპატიო ხულოელის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ხულოს მუნიციპალიტეტის მერს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით.“ 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „საპატიო ხულოელის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია.“; „3. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია, ცნობები, თუ რა დამსახურებისათვის მიენიჭა პირს ეს წოდება).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები