დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 289 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017241 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დანართი №II-06-ის („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“): |
ა)
ნაწილი III ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; |
ბ)
„დეკლარაციის დანართი „გ“-ის შემდეგ დაემატოს „დეკლარაციის დანართი „დ“ თანდართული რედაქციით. |
2.
38-ე მუხლის: |
ა)
მე-6 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი (39-ე და 56-ე უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“- ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამი);“; |
ბ)
მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10-მე-12 პუნქტები:
„10. დეკლარაციის დანართ „დ“-ს ავსებს საგადასახადო აგენტი (დამქირავებელი), რომლის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში (მათ შორის, ლიზინგით, იჯარით და ა.შ.) არსებული ავტომობილი (გარდა ელექტროძრავიანი ავტომობილისა) შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაქირავებულის მიერ გამოიყენება პირადი სარგებლობისათვის. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისთვის: ა) ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებად ითვლება, თუ შრომითი ხელშეკრულებით, წესდებით ან სხვა დოკუმენტით დაქირავებული უფლებამოსილია ავტომობილი გამოიყენოს პირადი (არასამსახურებრივი) მიზნებისათვის; ბ) ავტომობილი არის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი. 12. დეკლარაციის დანართ „დ“-ში აისახება იმ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია, რომლის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელიც ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.“. |
3.
393 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 394 მუხლი:
„მუხლი 394. დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი 1. დაქირავებულის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის (ამ მუხლის მიზნებისათვის, შემდგომში – ავტომობილი) შესახებ ინფორმაციას დამქირავებელი, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, წარუდგენს საგადასახადო ორგანოს ამ ინსტრუქციის დანართი №II-06-ის ფორმით. 2. თუ დაქირავებული ავტომობილს იყენებს პირადი სარგებლობისათვის, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება სრულად, შესაბამის საანგარიშო პერიოდში პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დღეთა რაოდენობის მიუხედავად. 3. თუ ორ ან მეტ ავტომობილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში: ა) ერთდროულად იყენებს პირადი სარგებლობისათვის დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე – თითოეული ავტომობილის მიხედვით; ბ) დროის სხვადასხვა მონაკვეთში იყენებს პირადი სარგებლობისათვის დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება იმ ავტომობილის მიხედვით, რომელსაც დაქირავებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უფრო მეტი დღის განმავლობაში იყენებს, ხოლო საანგარიშო პერიოდში პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დღეთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში - იმ ავტომობილის მიხედვით, რომლის ძრავის მოცულობაც უმაღლესია. 4. თუ ერთსა და იმავე ავტომობილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში: ა) ერთდროულად იყენებს პირადი სარგებლობისათვის 2 ან მეტი დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე – თითოეულ დაქირავებულ პირთან მიმართებაში; ბ) დროის სხვადასხვა მონაკვეთში იყენებს პირადი სარგებლობისათვის 2 ან მეტი დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე – თითოეულ დაქირავებულ პირთან მიმართებაში. მაგალითი 1. შპს X-სა და გიორგის შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, გიორგი უფლებამოსილია, შპს X-ის კუთვნილი ავტომობილი, რომლის ძრავის მოცულობა შეადგენდა 1800 სმ3-ს, სამსახურებრივი საჭიროების გარდა, გამოიყენოს ასევე პირადი სარგებლობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გიორგი უფლებამოსილია, შპს X-ის კუთვნილი ავტომობილი, სამსახურებრივი საჭიროების გარდა, გამოიყენოს ასევე პირადი სარგებლობისათვის, ითვლება, რომ გიორგი იყენებს ავტომობილს პირადი სარგებლობისათვის. შესაბამისად, შპს X-ის მიერ გიორგის შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაუკავდება საშემოსავლო გადასახადი 100 ლარის ოდენობით. |
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
ნაწილი III
დეკლარაციის დანართი „დ“ ინფორმაცია დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენების შესახებ
|
დოკუმენტის კომენტარები