ამონარიდი სს „ვანრიკ აგროს“ სხდომის ოქმიდან

ამონარიდი სს „ვანრიკ აგროს“ სხდომის ოქმიდან
დოკუმენტის ნომერი 2/498-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 12/09/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/498-19
12/09/2019
ვებგვერდი, 25/09/2019
ამონარიდი სს „ვანრიკ აგროს“ სხდომის ოქმიდან
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №2/498-19

საოქმო განჩინება

 (ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2019 წლის 12 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე – ციცინო მოსიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი – თეონა აბზიანიძე

 

მეურვე: სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“

წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე

 

მოვალე: სს „ვანრიკ აგრო“

დირექტორი: ალექსანდრე ცხოვრებაშვილი

წარმომადგენელი: შოთა თანდაშვილი

 

კრედიტორი: სს „ხალიკ ბანკი საქართველო“

წარმომადგენელი: თეიმურაზ ხონელია

 

კრედიტორი: სს „საპარტნიორო ფონდი“

წარმომადგენელი: ვახტანგ ჯორბენაძე

წარმომადგენელი: სალომე მესხიშვილი

წარმომადგენელი: გიორგი ციმაკურიძე

 

კრედიტორი: შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: მადონა გეწაძე

 

კრედიტორი: შპს „სტალკერი“

წარმომადგენელი: შალვა ფხალაძე

 

დიტორი: ირაკლი ფარცვანია

წარმომადგენელი: შალვა ფხალაძე

 

კრედიტორი: ვიქტორია ფარცვანია

წარმომადგენელი: შალვა ფხალაძე

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ სისტემაში

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. გაკოტრების მმართველის არჩევის/დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება განთავსდება ელექტრონულ სისტემაში

კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორ სს „საპარტნიორი ფონდის“ წარმომადგენელმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ ალექსანდრე საკანდელიძის დანიშვნა მოითხოვა, რასაც დაეთანხმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ვანრიკ აგროს“ (ს/ნ 445457540) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.

2. სს „ვანრიკ აგროს“ (ს/ნ 445457540) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს ალექსანდრე საკანდელიძე (პ/ნ 01024012740).

3. დაევალოს ალექსანდრე საკანდელიძეს სს „ვანრიკ აგროს“ (ს/ნ 445457540) გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.

4. სს „ვანრიკ აგროს“ (ს/ნ 445457540) გაკოტრების მმართველად ალექსანდრე საკანდელიძეს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

5. განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ უზრუნველყოს გაკოტრების მმართველმა.

6. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე – www.geocourts.ge

7. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად ალექსანდრე საკანდელიძეს და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

8. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის., ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

კრების თავმჯდომარე                                                              ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი                                                                     თეონა აბზიანიძე