დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №82 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 101 |
დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.119.016405 |
|
,,ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №82 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის, ,,დ“ პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 80-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №82 დადგენილებაში (www. macne.gov.ge, ს/კ: 190020020.35.119.016386, 28/12/2018 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 11 161.2 ათასი ლარით.
|
მუხლი 4.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახადები 6674,0 ათასი ლარით:
|
მუხლი 5.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გრანტები 4,125.7 ათასი ლარით
|
მუხლი 6.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 278.0 ათასი ლარით
|
მუხლი 7.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელები
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯები 13 417.6ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 9.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია:
|
|
მუხლი 10.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
|
მუხლი 11.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ლარი
. |
მუხლი 12.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 110.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
|
მუხლი 13.
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი
|
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას ფონდი 0,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 68-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი160,0 ათ. ლარი მიმართულ იქნეს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის- 91.0ათასი ლარი. ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის- 66.0 ათასი ლარი. გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 3.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პრიოროტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - (პროგრამული კოდი 02 00)
ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი ძირითადი პროგრამები: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევის და წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. 2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით მათი რესპუბლიკის სამედიცინო-საექსპერტო კომისიაზე და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მობილიზებული რეზერვისტების ტრანსპორტირება დისლოკაციის ადგილამდე. 2019 წლის ბიუჯეტით ქვეპროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილია 68,0 ათასი ლარი დელეგირებული ტრანსფერიდან ხოლო 12,0 ათასი ლარი. 3. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და წარმოადგენს ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა ხელშეწყობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 4. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, მუნიციპალიტეტის ქუჩების ზოგიერთი ნაწილი საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას, ასევე, მიმდინარე შეკეთებით სამუშაოებს ითხოვს ბოლო წლების მანძილზე რეაბილიტირებული ქუჩების ნაწილი. მუნიციპალიტეტში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების თანადაფინანსება. მოსალოდნელი შედეგები: საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა; მოდერნიზებული და რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა; მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; მუნიციპალიტეტში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება; გამართული სანიაღვრე სისტემა; ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა; ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირება და მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოების განხორციელება. შეფასების კრიტერიუმები: გაზრდილი რეაბილიტირებული გზების რაოდენობა; რეაბილიტირებული სანიაღვრე სისტემების რაოდენობა. 5. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალური სერვის ცენტრის უზრუნველყოფა, სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, ადმინისტრაციული შენობების მოვლა-პატრონობა. მოსალოდნელი შედეგები: განათებული ქუჩები, მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესება; მოსახლეობისთვის, ტურისტებისათვის კომფორტული და მიმზიდველი გარემოს შექმნა; მათი კომფორტულად დასვენებისა და გართობისათვის არეალის გაზრდა, ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირება და მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოების განხორციელება, მოწესრიგებული სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკები, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა; კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, კეთილმოწყობილი შენობა- ნაგებობები. 6. დასუფთავების ღონისძიებები. ააიპ – კომუნალური სერვისცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისაგან დაცვა და მათი იზოლირება. კომუნალური სერვის ცენტრი ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის ექსპლუატაციას, ახდენს დაზიანებული სანათების შეცვლას და მასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევას. კომუნალური სერვისცენტრი ანხორციელებს ქალაქის გამწვანების სამუშაოების უზრუნველყოფას. შესაბამის პერიოდში დაზიანებული ხეების შეკაფვის სამუშაოებს. ასევე, საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში ქალაქის გაფორმებას, ნაძვის ხის დადგმას და ქუჩების კეთილმოწყობას. ღონისძიებების დასრულების შემდგომ, მათ დემონტაჟს. მოსალოდნელი შედეგები:
7. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, ქუჩებზე არსებული ქსელის მოვლა შენახვა და მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. ასევე ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობა . მოსალოდნელი შედეგები: - მუნიციპალიტეტის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა; - უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის დღე-ღამის ნებისმიერ დროს. 8. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მწვანე ნარგავების მოვლა. სადღესასწაულო დღეებში ქალაქის ტერიტორიის გაფორმება და სხვა ღონისძიებები. მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობისათვის ესთეტიკურად კეთილმოწყობილი გარემოს შექნა. 9. ააიპ – სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური (პროგრამული კოდი 03 03 02) აღნიშნული ქვეპროგრამით ფინანსდება ააიპ – სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობას. 10. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. 11. საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის გამოყოფილი თანხა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 05) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აღნიშნული ღონისძიებ ის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 12. სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 06) 2019 წელს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი არის 10,0 ათასი ლარი, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მოსახლეობისა და ფერმერთა ცოდნის ამაღლება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, სოფლის მეურნეობის საკითხებში სპეციალისტების მოწვევა, მუნიციპალიტეტის ფერმერებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების მოწყობა. ფერმერებისათვის დამხმარე ბუკლეტებისა და ბროშურების გამოშვება. საპროგნოზო პერიოდში დაგეგმილია კენკროვან კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა და სხვა რონისძიებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: სოფლის მეურნეობაში დაინტერესებული პირების გაზრდილი ინფორმირებულობა. 13. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, ახალგაზრდობის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის ორგანიზება; 14. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01, 04 06) სკოლამდელი განათლების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: საბავშვო ბაღი წარმოადგენს დაწესებულებას სკოლამდელი ასაკის ბავშვების საზოგადოებრივი აღზრდისათვის. საბავშვო ბაღი, როგორც დაწესებულების ტიპი, წარმოადგენს პირველ რგოლს განათლების სისტემაში. მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღების 850-ზე მეტი აღსაზრდელისთვის შეიქმნება ყველა პირობა გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, რომელსაც სრულად აფინანსებს მუნიციპალიტეტის მერია. ქვეპროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვის უფლებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბება, სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგის მოქნილი სისტემის უზრუნველყოფა და აღმზრდელთა პროფესიული ზრდა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: სააღმზრდელო პროცესიის ორგანიზება:
მოსალოდნელი შედეგები:
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ – ცენტრალური საბავშვო ბაღი. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 20 ბაღი, სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა არის 850-მდე. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ კვების ხარჯს, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. საბავშვო ბაღებში რეაბილიტირების ჩატარების შემდეგ დაგეგმილია დამატებითი ჯგუფის გახსნა, რის შედეგადაც ბავშვების რაოდენობა გაიზრდება. 15. ააიპ – ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი, სადაც მუშაობს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, აქ მოსწავლე-ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის დაწყებით განათლებას ტექნიკურ მოდელირებაში. უვითარებს მოსწავლე-ახალგაზრდობას ინტერესს მეცნიერების, ტექნიკის, საწარმოო საქმიანობისა და გამომგონებლობისადმი; უყალიბებს მოზარდებს ტექნიკურ-შემოქმედებით აზროვნებას, ხელს უწყობს მათ შრომით აღზრდას და პროფესიულ ორიენტაციას; ამზადებს მოსწავლეებს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში, ოლიმპიადებში, კვირეულებსა და გამოფენებში მონაწილეობისათვის; ატარებს შიდა კონკურსებს, ოლიმპიადებს, კვირეულებსა და გამოფენებს; თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ სკოლისგარეშე დაწესებულებებთან; სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში ამზადებს შესაბამის ასაკის ბავშვებს. მოსალოდნელი შედეგები: ზოგადი განათლების გაზრდილი ხელმისაწვდომობა. 16. ა(ა)იპ – ინფორმატიკის სასწავლო ცენტრი (პროგრამული კოდი 04 03) ააიპ – ინფორმატიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება კომპიუტერული პროგრამებისა და ინგლისური ენის სწავლება. მოსალოდნელი შედეგები: ზოგადი განათლების გაზრდილი ხელმისაწვდომობა. 17. ა(ა)იპ – ვეტა ჩხენკელის სახ. ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი (პროგრამული კოდი 04 04) ააიპ – მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ფუნქციონირებს სასწავლო და შემოქმედებითი წრეები, კლუბები, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები და სახელოვნებო სტუდიები. სახელმწიფო, ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, უზრუნველყოფს: ახალგაზრდობის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნასა და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის ორგანიზებას, ბავშვებში და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებისა და მათი პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; ბავშვთა და ახალგაზრდობის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ და ესთეტიკურ განვითარებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის ორგანიზებას, ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობას; ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების პროგრამების განხორციელებას; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისათვის ხელშეწყობას; ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის ხელშეწყობას, სოციალურად დაუცველი, აგრეთვე სწავლაში და ხელოვნებაში განსაკუთრებით გამორჩეული ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ტრენინგ-სემინარების, კონფერენციების, კონცერტების, ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების, ოლიმპიადების, საქველმოქმედო აქციებისა და სხვა ღონისძიებათა მოწყობას; ბავშვებისა და ახალგაზრდების საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისათვის ხელშეწყობას. მოსალოდნელი შედეგები: ზოგადი განათლების გაზრდილი ხელმისაწვდომობა. 18. ზოგადი განათლების ხელშეწყობა – (პროგრამული კოდი 04 05) „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №13 განკარგულებით საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ხონის მუნიციპალიტეტს გამოეყო 430,4 ათ. ლარი. 19. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს ახალგაზრდული ორგანიზაციების და პროექტების, კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 20. ა(ა)იპ – სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ – სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც ახორციელებს ფეხბურთელთათვის სავარჯიშო და სათამაშო პირობების შექმნას, ნიჭიერი სპორტსმენების წახალისებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პოპულარიზაციას. აღნიშნული ა(ა)იპ-ის ფარგლებში შექმნილია საფეხბურთო გუნდი „იმერეთი“, რომელიც მონაწილეობას იღებს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში. 21. ააიპ – კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა მოიცავს ა(ა)იპ – კომპლექსური სასპორტო სკოლის დაფინანსებას, სადაც ფუნქციონირებს ფეხბურთის, კალათბურთის, ჭიდაობის, მძლეოსნობის, რაგბის, ჭადრაკის, კარატის, კრივის სექციები და უზრუნველყოფს ფედერაციების ეგიდით განხორციელებულ სხვადასხვა ტურნირებში მათი მივლინებასა და კვების ხარჯების დაფინანსებას, საწვრთნელი პირობების შექმნას. ხელს უწყობს ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდას, წარმოჩინებას და ფართო ასპარეზზე გაყვანას. სხვადასხვა სპორტული წრეებში დაკავებულია 293 აღსაზრდელი. მოსალოდნელი შედეგები:
22. ააიპ – მთავარი ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ხელშეწყობა, ფონდების შევსება უახლესი ლიტერატურით, არსებული ფონდების დამუშავება სპეციალური მეთოდოლოგიით, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, ინოვაციური პროცესების დანერგვა, საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად. მოსალოდნელი შედეგები: ბიბლიოთეკებში ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობის და მასში ჩართულ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა; საბიბლიოთეკო ფონდში არსებული წიგნების რაოდენობის გაზრდა, მკითხველთა რაოდენობის გაზრდა ბიბლიოთეკებში. 23. ა(ა)იპ სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ – ხონის „სამუსიკო სკოლა“. სკოლაში სწავლობს 249 -მდე მოსწავლე, ფუნქციონირებს ფორტეპინოს და თეორიული განყოფილება, სოლფეჯიოს, მუსიკის ლიტერატურის და რითმიკის ჯგუფი. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შიდა ღონისძიები, ღია და დახურული კონცერტები, ღია გაკვეთილები, ტექნიკური ჩათვლები. 24. ააიპ – კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 05) ააიპ – კულტურის ცენტრში შექმნილია წრეები, ფუნქციონირებს თეატრალური დასი, სასულე ორკესტრი, ფოლკლორული ანსამბლები, ასევე იდგმება სპექტაკლები, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას. 25. ააიპ – სამხატვრო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 06) ა(ა)იპ – სამხატვრო სკოლა ხელს უწყობს ბავშვებისა და მოზარდების სკოლისგარეშე მუშაობაში ჩართვას, ესთეტიკურ აღზრდას, და მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებას. 26. ააიპ – ხონის ისტორიული მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ხონის ისტორიული მუზეუმის“ დაფინანსებას, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ მუზეუმებს. სისტემატურად მოიძიებს ისტორიულ წყაროებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ექსპონატებს. მუზეუმი აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პატრიოტული სულისკვეთებით. 27. ტელერადიო და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ბუკლეტებისა და გაზეთის გამოცემის, საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნების ხარჯები. ასევე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების გაშუქება. 28. ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით, ახალგაზრდული ორგანიზაციების და პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. 29. ეპარქია და სახალხო დღესასწაულები (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ტრადიციული სახალხო დღესასწაულებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მომზადება, მწერლების, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების, კუტურის მოღვაწეების მოწვევა და ღონისძიების მოწყობა. კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერა მათ შორის: მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ეროვნული თუ ადგილობრივი დღესასწაულების ორგანიზება და სხვადასხვა სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა; ღონისძიებების გამართვით მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში წვლილის შეტანა; შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების, ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა, ხელოვნების სკოლების მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამოების მოწყობა. 30. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 31. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ა) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: ეპიდზედამხედველობის განხორციელება და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებები; ბ) მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესების ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების გავრცელების ხასიათისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობის ყოველკვარტალურად შესწავლა; გ) ინფექციურ დაავადებათა შემთხვევების კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა რეალიზება; დ) არაინფექციურ დაავადებათა გავრცელების მეთვალყურეობა სამოქმედო ტერიტორიაზე, ავადობის დინამიკაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება, სათანადო ინფორმაციის შეკრება, მოძიება, რეგისტრაცია, დამუშავება-ანალიზი და ანგარიშგება, მოსახლეობაში პროფილაქტიკურ-საგანმათლებლო სამუშაოების წარმოება; ე) მოსახლეობაში გრიპით ავადობის მონიტორინგი. მისი გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება; ვ) პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროცესის დაგეგმავა, განხორციელების ორგანიზაცია, სამიზნე კონტიგენტების იმუნიზაციის მოცვის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება. მოსახლეობაში პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოება; ზ) ჰელმინთოზების მიზანმიმართული სკრინინგული კვლევების საფუძველზე, პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება-გატარება და რეკომენდაციების მომზადება; თ) ცოფის გავრცელების სიტუაციური მართვის პროცესებზე სისტემატური მონიტორინგის წარმოება და სათანადო სამსახურების დროული ინფორმირება, ანტირაბიული კაბინეტის ფუნქციონირების ხელშეწყობა, სამედიცინო პერსონალის ინსტრუქტაჟი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების და სასწრაფო შეტყობინების არსებული წესების დაცვის შესახებ; ი) ანაფელოგენური წყალსატევების აღრიცხვა-პასპორტიზაცია და დაგამბუზირებული წყალსატევების გამოკვლევა და გადამტანის წყლის ფაზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება; კ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებები; ლ) შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროპაგანდა. 32. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარებას. სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 33. შშმ პირებთან დაკავშირებული ღონისძიებები (ქვეპროგრამის კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა მოიცავს ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ,,დღის ცენტრების" ყოველთვიური თანადაფინანსებას. 34. ა(ა)იპ – მადლიერების სახლი (პროგრამული კოდი 06 02 02) ეს პროგრამა გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ბენეფიციარისათვის, რომელთაც ყოველდღიურად შეუძლიათ ისადილონ და მიიღონ საჭირო ყოფითი და სამედიცინო მომსახურება. 35. უფასო სასადილოს მომსახურება სათნოების სახლში (პროგრამული კოდი 06 02 03) ამ პროგრამით განსაზღვრულია სოციალურად დაუცველი ბენეფიციარისათვის ყოველდღიური სადილი დასაჭირო ყოფითი და სამედიცინო მომსახურეობა. 36. ერთჯერადი და ყოველთვიური სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ერთჯერადი დახმარება ეძლევა მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, ერთჯერადად, ფულადი დახმარების სახით : ა) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად შეჭირვებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; ბ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; გ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლის ასაკის ზემოთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით და დაუნის სინდრომით დაავადებული პირების მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; დ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; ე) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი (18 წლის ასაკამდე ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; ვ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსების/დაფინანსების პროგრამა; ზ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსების/დაფინანსების პროგრამა; თ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ,,დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის" სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე (ტრანსპორტირებისათვის) ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა; ი) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ლეიკემიით დაავადებული პირების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა; კ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; ლ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უდედმამო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; მ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; ნ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებული ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; ო) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; პ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და მასთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; ჟ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; რ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უნგრეთისა და ავღანეთის ომის ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; ს) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული ოჯახის (მარჩენალზე) ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; ტ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლო პირების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა; უ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სასმენი აპარატის (აპარატის სადენის, კვების წყაროს და საშრობი ტაბლეტის) თანადაფინანსების პროგრამა; ფ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახის გაძლიერების პროგრამა; ქ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახებში ძალადობის მსხვერპლის დახმარება, მათი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა; ღ) ხონის მუნიციპალიტეტში 15 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული შშმ პირების (მშობელთან ერთად) საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურების პროგრამა; ყ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალაქ ხონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 65001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა; შ) ხონში სამხედრო დასახლებაში დროებით, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა. 37. წყლის შეღავათები (პროგრამული კოდი 06 02 06) ამ პროგრამით ხორციელდება ომის ვეტერანთა, მასთან გათანაბრებულ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, რეპრესირებულთა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ოჯახებზე საკანალიზაციო, წყალმომარაგების სააბონენტო ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა. ასევე პროგრამა ემსახურება დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასა და სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 57 ათასს. 38. დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 07 ) ამ პროგრამით ხორციელდება მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (დევნილთა, ომის ვეტერანთა და მარტოხელა მიცვალებულთა) 250.0 ლარით. 39. ამბულატორიული შენობების მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 04 01 ) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე საჯარო შენობების აშენება და რეაბილიტაცია ამბულატორიული მომსახურების მიწოდების მიზნით. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები