დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 123 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016526 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250050.35.123.016416), კერძოდ:
1. დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილება.“. 2. დადგენილების №1 დანართის მე-10 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარეთ (ეზო, ფასადი, სახურავი და სხვა) საბინაო-ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელება, მათი ინსპექტირება, შესრულებული სამუშაოების მიღება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის დოკუმენტების მომზადება და მერისათვის წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში;“. 3. დადგენილების №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი: ,,მუხლი 102. საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციები საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია: ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დონეზე ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შემცირების ღონისძიებების დადგენა; ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კატასტროფების რისკების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; გ) საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად რისკების მართვის ადგილობრივი სისტემის დანერგვა; დ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რისკფაქტორების იდენტიფიცირება, საფრთხეების შეფასება და პრიორიტეტების განსაზღვრა; ე) ადგილობრივ დონეზე ადამიანური და მატერიალური შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ვ) ადგილობრივ დონეზე კატასტროფების რისკების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება; ზ) ადგილობრივ დონეზე კატასტროფების რისკების მართვის ღონისძიებების დაგეგმვა; თ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 5 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები