ი/მ ასიფ გარაევის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ი/მ ასიფ გარაევის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/21531-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 17/09/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/21531-19
17/09/2019
ვებგვერდი, 25/09/2019
ი/მ ასიფ გარაევის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 2/21531-19

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

წარმოებაში მიღების თაობაზე

2019 წლის  17 სექტემბერი

ქ.  თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გოჩა დიდავა

განმცხადებელი: ი/მ ასიფ გარაევი

წარმომადგენელი: ზვიად გადელია

მოთხოვნა: ი/მ ასიფ გარაევის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

   გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2019 წლის 30 აგვისტოს ი/მ ასიფ გარაევის წარმომადგენელმა ზვიად გადელიამ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ი/მ ასიფ გარაევის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 სექტემბრის განჩინებით, ი/მ ასიფ გარაევის განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული ვადა.

2019 წლის 12 სექტემბრის განცხადებით, ი/მ ასიფ გარაევის წარმომადგენელმა, ზვიად გადელიამ შეავსო ხარვეზი.

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში წარმოდგენილი  დოკუმენტები და მიაჩნია, რომ ი/მ ასიფ გარაევის განცხადება აკმაყოფილებს  „გადახდისუუნარობის  საქმის  წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული  უნდა იქნეს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელაგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-14, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 25-, 26-, და 29- მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

:

1.  ი/მ ასიფ გარაევის (ს/ნ 28001096137) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიაღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

6.  შეჩერდეს ი/მ ასიფ გარაევის მიმართ იძულებითი აღსრულება.

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან  განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

8. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 23 ოქტომბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №46 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);

9. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე  და სასამართლო დაფაზე.

10. განჩინებაზე  შეიძლება  კერძო საჩივრის  შეტანა  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის  გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე:                                                  გოჩა დიდავა