შპს „ნიკოლოზ ჯგუფი“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ

შპს „ნიკოლოზ ჯგუფი“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 06/8-რ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 18/09/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2019
სარეგისტრაციო კოდი
06/8-რ
18/09/2019
ვებგვერდი, 23/09/2019
შპს „ნიკოლოზ ჯგუფი“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/8-რ

 

2019 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „ნიკოლოზ ჯგუფის“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის №09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე -4 მუხლის მე -2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „სადაზღვევო ბროკერი ნიკოლოზ ჯგუფის“ 2019 წლის 16 სექტემბრის მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შპს „ნიკოლოზ ჯგუფის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404510338) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 აპრილის №06/3-რ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებად შპს „ნიკოლოზ ჯგუფის“ ნაცვლად განისაზღვროს შპს „სადაზღვევო ბროკერი ნიკოლოზ ჯგუფი“.

2. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში) და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი              დავით ონოფრიშვილი