დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 460 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.021480 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) რეორგანიზაცია ცენტრის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანი და დროული განხორციელების, ასევე მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, ასევე სამუშაო ძალის გადაადგილება. 2. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2019 წლის 1 დეკემბრამდე. 3. ამ დადგენილების შესრულების მიზნით, დაევალოს ცენტრის დირექტორს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების პროექტისა და საშტატო ნუსხის მომზადება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის წარდგენა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები