„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016452
27
19/09/2019
ვებგვერდი, 23/09/2019
010250050.35.132.016452
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2019 წლის 19 სექტემბერი

ქ. ბათუმი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს :

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნა­წილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობ­რივი სა­­­ქა­­ლაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბი­ლეთო მგზავ­­რობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორ­მის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკ­რე­ბუ­ლოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში (გამოქ­ვეყნების წყარო: საქარ­თვე­ლოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყ­ნების თარიღი: 03/05/2017, სარეგის­ტრა­ციო კოდი: 010250050.35.132.016311) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერ­დზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-გან­მარ­ტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის გან­ხილ­ვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარ­ღვევა­თა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.

საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ნებაყოფლო­ბი­თი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კო­დექ­სის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი;“.

6. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინე­ბუ­ლი მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვო­კატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).                             

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვა­თა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართვე­ლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწი­ლით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ გან­ხორ­ციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ჩაბარები­დან 30 დღეში და­კის­რებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამ­რღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფი­ნანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან მიღე­ბუ­ლი შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწი­ნე­ბით, დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“.

5. დად­­გენილების დანართი №2 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს წი­ნამ­დებარე დად­გენი­ლებაზე თანდართული რე­დაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე