„საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის №2/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 37/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016469
37/2019
19/09/2019
ვებგვერდი, 20/09/2019
010240000.15.008.016469
„საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის №2/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №37/2019

2019 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის №2/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის №2/2019 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 18/01/2019, 010240000.15.008.016434) დამტკიცებული პირობებისა და წესის მე-4 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის:

ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცესკოს შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს;”;

ბ) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტს.”.

2.    მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცესკოს შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი ანდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

ა) ახსნა-განმარტება ჩამოართვას დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირს;

ბ) შეკრიბოს/გამოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი ანდა მასალა.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი