„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 444
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 20/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 23/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016941
444
20/09/2019
ვებგვერდი, 20/09/2019
040030000.22.027.016941
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №444

2019 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 13.07.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016330) დამტკიცებული ტიპური დებულების:

1. მე-2 მუხლის მე–7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ახალციხის, ახალქალაქის, ბოლნისის, ბორჯომის, გურჯაანის, გორის, ვანის, ზუგდიდის, თეთრიწყაროს, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, ონის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხაშურისა და ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა  ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ1​​“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

8. აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, ტყიბულის, ქედის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ​​​1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2.  მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „კ7“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ​7) ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ბათუმის, შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები;

„ლ) აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ფოთის, ქარელის, ქედის, ქუთაისის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები;“;   

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ახალციხის მუნიციპალიტეტი, ხოლო ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 23 სექტემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი