დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016018 |
|
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა წარმოგვიდგინა ინიციატივა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (ქუჩას) დაერქვას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ვიტალი თაყაძის სახელი. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: გზის მონაკვეთის სიგრძე 2428.89 მეტრი, საწყისი კოორდინატები: X 428928.328/Y 4655601.157; საბოლოო კოორდინატები: X 431329.02 /Y 4655609.652, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის შემდეგი საკადასტრო მონაცემებით: 66.54.10.004; 66.54.10.327; 66.54.10.075; 66.54.08.012; 66.54.08.101; 66.54.09.096; სამხრეთით – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის შემდეგი საკადასტრო მონაცემებით: 66.54.10.021; 66.54.10.072; 66.54.15.046; 66.54.15.037; 66.54.16.079; 66.54.16.461.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №17 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შემდეგ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად: 1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (ქუჩას), რომლის აღწერაა: გზის მონაკვეთის სიგრძე 2428.89 მეტრი, საწყისი კოორდინატები: X 428928.328/Y4655601.157; საბოლოო კოორდინატები: X 431329.02 /Y 4655609.652, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის შემდეგი საკადასტრო მონაცემებით: 66.54.10.004; 66.54.10.327; 66.54.10.075; 66.54.08.012; 66.54.08.101; 66.54.09.096; სამხრეთით – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის შემდეგი საკადასტრო მონაცემებით: 66.54.10.021; 66.54.10.072; 66.54.15.046; 66.54.15.037; 66.54.16.079; 66.54.16.461., ეწოდოს ვიტალი თაყაძის სახელი. 2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები