,,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 20/10/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016275
25
17/09/2019
ვებგვერდი, 20/09/2019
010240010.32.061.016275
,,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №25

2019 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.32.061.016019) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. წარმომადგენლობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებული დაწესებულება, რომელიც შექმნილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად ამ დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

2. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მეშვეობით.

4. წარმომადგენლობის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.

5. წარმომადგენლობის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრთან (შემდგომში - მინისტრი) შეთანხმებით, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

6. წარმომადგენლობას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთააღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

7. წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 89/24 (მე-13 სართული), საფოსტო ინდექსი:0102.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრის წარდგინებით.

2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრის წინაშე.’’.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის  „ვ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზებას და ამ მიზნით მინისტრთან შეთანხმებით ქმნის გამწვევ კომისიას და ხელმძღვანელობს მას.’’.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ჰყავს 2 (ორი) მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანებით.

2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეებს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არყოფნისას, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დავალებით, წარმომადგენლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე.’’.

 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9.

1. წარმომადგენლობის თანამდებობის პირები არიან წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულის შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.

2. წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ან წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ერთ-ერთ მოადგილეს.

3. წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულში/ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მუშაობისათვის;

ე) წარმოადგენს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულს/ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ან წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელიც წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ერთეულს/ქვედანაყოფს;

ვ) წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას წინადადებებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) ასრულებს ამ დებულებით, წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის დებულებით, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.’’.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წარმომადგენლობის დებულებას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრთან შეთანხმებით.’’.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

წარმომადგენლობის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: 

ა)  ადმინისტრაციული  სამსახური:

ა.ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ა.ბ) საფინანსო და ბუღალტრული ანგარიშსწორების განყოფილება;

ბ) დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალური პროგრამების მართვის სამსახური:

ბ.ა)  სოციალური პროგრამების მართვის განყოფილება;

გ)  რეგიონალური მართვის სამსახური:

გ.ა) ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული განყოფილება;

დ)  წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.’’.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12.

1. წარმომადგენლობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს:

ა) წარმომადგენლობის საქმიანობის სამართლებრივ, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას;

ბ) წარმომადგენლობის არსებული მატერიალური ფასეულობების ექსპლუატაციის კონტროლს;

გ)  ხელმძღვანელის თათბირების ორგანიზებასა და სათანადო ოქმების შედგენა/წარმოებას;

დ) წარმომადგენლობის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებასა და დამკვიდრებას;

ე) ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და მათი დანიშნულებისამებრ ოპერატიული მიწოდებას;

ვ)  კორესპონდენციების, მათ შორის კონტროლზე აყვანილი დავალებების, დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლს;

ზ) კანონით დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფას;

თ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და არქივისათვის გადაცემას არსებული წესის თანახმად;

ი) ხელმძღვანელის დავალებებისა და ბრძანებების შესრულებას ან/და მათი შესრულების მონიტორინგს;

კ) წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა, მათ შორის  წარმომადგენლობის საქმიანობის ამსახველი მასალის მომზადებასა (კვარტალური და წლიური სამუშაო გეგმის შედგენის ორგანიზება) და ვებგვერდზე განთავსებას - პროაქტიული გამოქვეყნებას;

ლ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაციას.

1.1.ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) წარმომადგენლობის იურიდიულ მომსახურებას, მათ შორის:

ა.ა) ოფიციალური დოკუმენტის სამართლებრივ ექსპერტიზას;

ა.ბ) წარმომადგენლობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;

ა.გ) წარმომადგენლობის გადაწყვეტილებათა შესაბამისობის კონტროლს მოქმედ კანონმდებლობასთან;

ა.დ) წარმომადგენლობის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას ან/და ვიზირებას;

ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობაში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას ან/და განხილვაში მონაწილეობას;

ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას ან/და მომზადებაში მონაწილეობას;

ბ) წარმომადგენლობის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის:

ბ.ა) მოსამსახურეთა დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური გადაცდომის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე წარმომადგენლობაში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ბ.ბ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოებას, მისი სრულყოფასა და სისტემატიზაციას;

ბ .გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამართვის ორგანიზებას;

ბ.დ) წარმომადგენლობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზებას, შეფასების პროცესის კონსულტირებას, მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას  და სხვა ტექნიკური თუ სამართლებრივი სახის დახმარების გაწევას;

ბ.ე)  ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის (ehrms) წარმოება, სამინისტროს მოსამსახურეთა შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების (ბრძანება)  სისტემაში დაუყოვნებლივ ასახვას;

ბ.ვ) დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელებას, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას (დისციპლინური წარმოება), შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას და კურატორი მოადგილისათვის ან/და წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის წარდგენას;

ბ.ზ.) სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას.

ბ.თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

1.2. წარმოამდგენლობის ადმინისტრაციული სამსახურის საფინანსო და ბუღალტრული ანგარიშსწორების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) წარმომადგენლობის ერთიანი ბიუჯეტის დაგეგმვასა და მისი აღსრულების კოორდინაციას;

ბ) წარმომადგენლობის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას, კორექტირებასა და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;

გ) წარმომადგენლობის საბუღალტრო აღრიცხვის საქმიანობის უზრუნველყოფას, ფინანსური ანგარიშგების შედგენასა და წარდგენას;

დ) წარმომადგენლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფას;

ე) წარმომადგენლობის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მისი დაცვის კონტროლს;

ვ) წარმომადგენლობის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას;

ზ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.

2. წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალური პროგრამების მართვის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას/განსახილველად მომზადებას;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების, აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ფარგლებში წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებასა და დევნილთა ინფორმირებას/კონსულტირებას;

დ) დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან  თანამშრომლობას, მათი შექმნისა და მათ მიერ მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის კონსულტირებას/ხელშეწყობას;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას;

ვ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.

2.1. წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის სოციალური პროგრამების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების მიღებას და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის განსახილველად მომზადებას/წარდგენას;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (დევნილი ოჯახი) სოციალური პირობების შესწავლას;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი  მოსახლეობის, წვევამდელების, რეზერვისტების და სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, შშმპ, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები და სხვა) შესახებ მონაცემთა დამუსავებასა და მის პერიოდულ განახლებას.

3. წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში დროებით მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის მომსახურების განხორციელებას;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში დროებით მცხოვრები პირებისთვის ადმინისტრაციულ ორგანოებში ცალკეულ საკითხებზე შუამდგომლობის გაწევისა და ამ მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობას;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას;

დ) წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებზე დაკისრებული მოვალეობების აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში განხორციელების ხელშეწყობას;

ე) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.

3.1. რეგიონალური მართვის სამსახურის ქვემო-ქართლისა და კახეთის რეგიონული განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ქვემო-ქართლისა და კახეთის რეგიონში დროებით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მომსახურების განხორციელებას.’’.

4. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური უზრუნველყოფს:

ა)  მოქალაქეთა  პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის  მომზადებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

ბ) დევნილ მოქალაქეთა მიერ  „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას;

გ) დევნილ ახალგაზრდებთან  პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;

დ) დევნილ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის მიზნით ზოგადი განათლების დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

ე)  სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან დევნილ წვევამდელთა აღრიცხვასა და შესაბამის მონაცემთა დამუშავებას/ანალიზს;

ვ) სამობილიზაციო რესურსების  (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა  და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;

ზ) აქტიურ, ინდივიდუალურ  და ეროვნული გვარდიის  რეზერვისტთა შერჩევას და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შესაბამისი თანმდევი პროცესების განხორციელებას;

თ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 20 ოქტომბრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე