დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-66/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016634 |
|
„სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016520) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული: |
ა) №1 დანართის (სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაოებზე მომხდარი უბედური შემთხვევის აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების ერთიან სავალდებულო წესს.“; |
ბ) №2 დანართის (პროფესიული დაავადებების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი): |
ბ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი პროფესიული დაავადების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაოებზე პროფესიული დაავადებების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების ერთიან სავალდებულო წესს.“; |
ბ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროფესიული დაავადების აღრიცხვას, მოკვლევასა და ანგარიშგებას ექვემდებარება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილზე საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის საფრთხის შემცველი ფაქტორების ზემოქმედებით განვითარებული დასაქმებულის მწვავე ან ქრონიკული დაავადების შესაძლო შემთხვევა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები