„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 196/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017816
196/ნ
18/09/2019
ვებგვერდი, 20/09/2019
430210000.22.022.017816
„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №196/ნ

2019 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017813) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII და VIII თავები:

თავი VII

ტესტირების საბოლოო შედეგები

მუხლი 28. ტესტირების საბოლოო შედეგები 

1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება:

ა) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა სია, რომლებმაც დაადასტურეს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და ,,გ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა.

2. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიას ათავსებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ მასწავლებლის შეფასების ელექტრონულ სისტემაში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიას აგზავნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

3. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების შედეგები აცნობოს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

4. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.

5. აპლიკანტს ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულა დაგროვებულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულის ტოლი ან ამ ქულაზე მეტი აღმოჩნდება.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ტესტირების ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 თვისა.

თავი VIII

    გარდამავალი დებულებანი

მუხლი 29.  გარდამავალი დებულება

1. 2025 წლის ბოლომდე ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპლიკანტი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან/და სწავლობს აღნიშნული  საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე და  მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე სამხედრო/სასპორტო განათლების მქონე პირი.

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე განხორციელებული ღონისძიებები ჩაითვალოს 2019 წელს ჩასატარებელი საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების მიზნებისათვის შესრულებულად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 17 სექტემბრიდან   წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი