დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 17/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.43.048.016021 |
|
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/04/2016, 010320040.43.048.016016) დამტკიცებული წესის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამსახურე, სამსახურში შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით, დისციპლინური წარმოების, პირადი პატაკის საფუძველზე ან მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ საპროცესო ღონისძიებათა გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შესაძლებლობას ან მიზანშეწონილობას, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. სამსახურში შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციისას კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს, გარდა იმ მოსამსახურისა, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება, კადრების განკარგულებაში ყოფნის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით, რა დროსაც უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება სრულად.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 17 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები