„სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №321 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 14/02/2005
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
78
14/02/2005
სსმ, 16, 14/02/2005
0000.00.00.000000
„სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №321 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №78

2005 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

„სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №321 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოს, „ევრაზჰოლდინგსა“ და სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ ქართველ აქციონერებს შორის 2005 წლის 24 იანვარს გაფორმებული მემორანდუმის პირობების შესაბამისად:

1. „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №321 ბრძანებულებას (სსმ III, 2003.03.07. №67, მუხ. 608) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ბიზნესგეგმით განსაზღვრულ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებელი ნაწილის შესრულების სანაცვლოდ, მხარეთა თანხმობით, გამყიდველის სასარგებლოდ დამატებით 2 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარობით გადახდის შემთხვევაში „დიესემს“ საკუთრებაში გადაეცეს აქციათა საკონტროლო პაკეტი (51 პროცენტი – 15147 085 ცალი აქცია).“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ:

ა) დადგენილი წესით შეიტანოს შესაბამისი დამატება ,,საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ავსტრიულ კომპანია „დიესემს“ შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ნასყიდობის თაობაზე“ 2003 წლის 27 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებაში;

ბ) ამ ბრძანებულებით განსაზღვრული თანხის (2 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით) შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ გასცეს სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტზე (51 პროცენტი) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

მ. სააკაშვილი