„საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 456
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.021476
456
16/09/2019
ვებგვერდი, 19/09/2019
480140000.10.003.021476
„საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №456

2019 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2019 წლის 10 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმი.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ოქმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს  ჩეხეთის რესპუბლიკის მხარეს ამ  დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია