შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვა“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვა“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/09/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2019
სარეგისტრაციო კოდი
1394
11/09/2019
ვებგვერდი, 17/09/2019
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვა“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №1394

2019 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვას“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ “ ქვეპუნქტის , ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის , „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის , „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №143/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტის , ამავე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების , „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის და პირობების მე -5 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტის , „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის №91/04 ბრძანების საფუძველზე :

1. გაუქმდეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სოლვას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 400180914) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით – 1230617 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია ;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოლვას“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე “ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის 2017 წლის 28 ივნისის №596 განკარგულება ;

3. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვას“ ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319);

4. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე , გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს , თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს ;

 5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ .თბილისი , დ . აღმაშენებლის ხეივანი , მე -12 კმ . №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ;

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე .

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირმა ბოკუჩავა .